
ავტორი
Front News საქართველო
ნიკა მელიას გადაწყვეტილება ნაკარნახევი იყო არა სწორი პოლიტიკური გათვლით, არამედ პირადი ბრაზით და ამბიციით, თუმცა ივანიშვილთან ბრძოლაში აბსოლუტურად ყველას ვუსურვებთ წარმატებას და ჩვენთვის მნიშვნელოვანია ჩვენი დღის წესრიგი, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის მოადგილემ ირაკლი ფავლენიშვილმა ნიკა მელიას მიერ პარტიის დატოვების გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, თვეებია, ეს შედეგი დამდგარია, უბრალოდ გუშინ, ნიკა მელიას მიერ მოხდა ამის გაფორმება.
“პირველ რიგში, უნდა აღვნიშნო, რომ ჩვენ ფაქტობრივად ცხრა თვეა, ამას ვამბობთ, რომ ეს ადამიანი და მისი გარემოცვა ტოვებს პარტიას, თუმცა მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, ის რომ ეს იყო არასწორი პოლიტიკური გადაწყვეტილება. ეს იყო გადაწყვეტილება, რომელიც ნაკარნახევი იყო არა სწორი პოლიტიკური გათვლით, არამედ პირადი ბრაზით და ამბიციით, თუმცა ივანიშვილთან ბრძოლაში აბსოლუტურად ყველას ვუსურვებთ ჩვენ წარმატებას და ჩვენთვის მნიშვნელოვანია ჩვენი დღის წესრიგი, ჩვენი პარტია, რომლის დღის წესრიგში ბატონი ნიკა უკვე არ განიხილება უკვე თვეებია, თავისივე გადაწყვეტილების გამო.
მიუხედავად მიხეილ სააკაშვილის მოწოდებებისა, ნიკა მელია და მისი საარჩევნო შტაბის წევრები და მისი გარემოცვა ბოიკოტს უცხადებდნენ სხვადასხვა ფორმით პარტიას, ამიტომ, მათი მხრიდან გასაგები იქნება გადაწყვეტილების მიღება, თუმცა იმავეს ვიმეორებ – „ნაციონალური მოძრაობის“ კარი არის ყველასთვის ღია და ყველას შეუძლია, დადგეს თავის პირად ამბიციაზე მაღლა. თვეებია, ეს შედეგი არის დამდგარი, უბრალოდ გუშინ მოხდა ამის გაფორმება.
რაც შეეხება ნიკა მელიას მხრიდან ახალი პარტიის დაფუძნებას, ჩვენ არ განვიხილავთ კონკურენტებად, პირიქით, ჩვენი მთავარი ბრძოლა არის ივანიშვილის წინააღმდეგ და მივესალმებით ყველას, ვინც ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ იბრძოლებს“, – განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.
თაგები:
ირაკლი ფავლენიშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს