ირაკლი ფავლენიშვილი - ყველას მოვუწოდებ, პირველ ოქტომბერს, 19:00 საათზე შევიკრიბოთ ე.წ. რიყის დოქების შენობასთან

ავტორი
Frontnews საქართველო
ვისაც მიხეილ სააკაშვილის მნიშვნელობა დღეს ამ გადამწყვეტ ბრძოლაში ივანიშვილის რეჟიმთან გააზრებული აქვს, ყველას მოვუწოდებ, პირველ ოქტომბერს, 19:00 საათზე შევიკრიბოთ ე.წ. რიყის დოქების იმ შენობასთან, რომლებიც ისევე გააპარტახეს და გაანადგურეს, როგორც ჩვენი ქვეყანა, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" კოლეგიალური მმართველობის ორგანოს ხელმძღვანელმა ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, დღეს უკვე ქვეყნის ფარგლებს გარეთ და შიგნით, ეჭვი აღარავის ეპარება, რომ ის 9 წელი იყო აღმშენებლობის და ახლა არის ნგრევის 14 წელი.
"1 ოქტომბერს გადის 5 წელი, რაც დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუტების შემქმნელი და ეპოქალური ცვლილებების ავტორი, პუტინის ინსტრუქციით ზის ციხეში და ივანიშვილის მარიონეტული რეჟიმის მიერ არის დაჭერილი. დღეს უკვე ქვეყნის ფარგლებს გარეთ და შიგნით, ეჭვი აღარავის ეპარება, რომ ის 9 წელი იყო აღმშენებლობის და ახლა არის ნგრევის 14 წელი. ამიტომაც ყველას მოგიწოდებთ, ვისაც გააზრებული აქვს რამდენად მნიშვნელოვანი იყო ის ცხრა წელი, ინსტიტუციების მშენებლობა, ტურიზმის განვითარება, საქართველოს ევროპული ინტეგრაცია და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ქართველი ოჯახებისათვის ძლიერი საქართველოს რწმენის დაბრუნება. ვისაც ეს გააზრებული აქვს, ვისაც მიხეილ სააკაშვილის მნიშვნელობა დღეს ამ გადამწყვეტ ბრძოლაში ივანიშვილის რეჟიმთან გააზრებული აქვს, ყველას მოვუწოდებ, პირველ ოქტომბერს, 19:00 საათზე შევიკრიბოთ ე.წ. რიყის დოქების იმ შენობასთან, რომლებიც ისევე გააპარტახეს და გაანადგურეს, როგორც ჩვენი ქვეყანა”, - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.
თაგები:
ირაკლი ფავლენიშვილი




