
ავტორი
Front News საქართველო
ამ ვიზიტის და მისი განცხადებების შედეგად, რა თქმა უნდა, რჩება შთაბეჭდილება, რომ ამ ადამიანს არ ესმის ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის სიმძიმე, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, დე ფაქტო ხელისუფლება საქართველოს არასდროს ჰყოლია მისი უახლოესი ისტორიის მანძილზე.
“ამ ვიზიტის და მისი განცხადებების შედეგად, რა თქმა უნდა, რჩება შთაბეჭდილება, რომ ამ ადამიანს არ ესმის ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის სიმძიმე არამხოლოდ საქართველოსთვის, არამედ საერთაშორისო საზოგადოებისთვის. თუმცა, ფაქტია, რომ ივანიშვილის რეჟიმი ვერ აღწევს იმ ლეგიტიმაციას და იმ აღიარებას, რასაც ის ესწრაფოდა დასავლურ სამყაროში. ასეთი იზოლირებული და სანქცირებული დე ფაქტო ხელისუფლება საქართველოს არასდროს ჰყოლია მისი უახლოესი ისტორიის მანძილზე”, – განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.
ეუთოს გენერალურმა მდივანმა ფერიდუნ სინირლიოღლუმ საქართველოში ვიზიტისას განაცხადა, რომ საქართველოში სტაბილურობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
თაგები:
ირაკლი ფავლენიშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს