Logo

ირაკლი ფავლენიშვილი - უფრო და უფრო უახლოვდება ჩვენი ქვეყანა უვიზო მიმოსვლის შეჩერებას

პოლიტიკა
232
Frontnews image description

უფრო და უფრო უახლოვდება ჩვენი ქვეყანა დიდი მონაპოვარის, ევროპული მომავლის დაკარგვას, უვიზო მიმოსვლის შეჩერებას, -  ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის მოადგილემ ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა. 

მისივე თქმით, არ უნდა დაისაჯოს საქართველოს მოქალაქე და უნდა დაისაჯოს ივანიშვილი და მისი წარმომადგენლები.

"უფრო და უფრო უახლოვდება ჩვენი ქვეყანა დიდი მონაპოვარის, ევროპული მომავლის დაკარგვას, უვიზო მიმოსვლის შეჩერებას და ამისთვის ივანიშვილი ყველაფერს აკეთებს, თუმცა ეს რომ არ მოხდეს, ამისთვის ყველაფერს აკეთებს ოპოზიცია.

ჩვენ ცდა არ დაგვიკლია ჩვენს ევროპელ მეგობრებთან და პარტნიორებთან ურთიერთობაში, ყოველთვის ხაზს ვუსვამთ, რომ არ უნდა დაისაჯოს საქართველოს მოქალაქე და უნდა დაისაჯოს ივანიშვილი და მისი წარმომადგენლები, თუმცა მათ მოთმინების ფიალასაც აქვს ზღვარი და ამიტომაც, აუცილებელია, რომ ძალიან მალე დემონტაჟდეს ეს სისტემა", - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები