Logo

ირაკლი ფავლენიშვილი - ვართ კლანების და კრიმინალური დაჯგუფებების მსხვერპლი, რომლებსაც პოლიტიკურ ჯგუფებად ყოფნაზე აქვთ პრეტენზია

პოლიტიკა
136
Frontnews
ირაკლი ფავლენიშვილი - ვართ კლანების და კრიმინალური დაჯგუფებების მსხვერპლი, რომლებსაც პოლიტიკურ ჯგუფებად ყოფნაზე აქვთ პრეტენზია

ყველა კარგად ვხვდებით, რომ ეს გახლავთ კლანური საქართველოს, მაფიოზური და ოლიგარქიული საქართველოს ქრონიკა, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" კოლეგიალური მმართველობის ორგანოს ხელმძღვანელმა ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, უკვე "ოცნების" წევრებიც კარგად ხვდებიან, რომ მათი ეს დროებითი ფული და ტენდერი, არის აბსოლუტურად ეფემერული.

"ფაქტია, რომ ვართ კლანების და კრიმინალური დაჯგუფებების მსხვერპლი, რომლებსაც პოლიტიკურ ჯგუფებად ყოფნაზე აქვთ პრეტენზია.

უკვე "ოცნების" წევრებიც კარგად ხვდებიან, რომ მათი ეს დროებითი ფული და ტენდერი, არის აბსოლუტურად ეფემერული. იციან, რომ სადაც მთავარი მარჯვენა ხელი, ოჯახის წევრი ირაკლი ღარიბაშვილი არის ასეთი დაუცველი და თხოვნის და მუდარის წერილების გამოქვეყნება უწევს, რომ მისი ოჯახის წევრებს იგივე ბედი არ ეწიოთ, რაც ეწია ბატონ რიჟვაძეს, მისივე კლანის წევრს, შესაძლოა, მსგავსი რამ ნებისმიერს დაემართოს. ყველა კარგად ვხვდებით, რომ ეს გახლავთ კლანური საქართველოს, მაფიოზური და ოლიგარქიული საქართველოს ქრონიკა", - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ციხიდან გავრცელებულ წერილში წერს, რომ დღეიდან, მასზე და მისი ოჯახის უსაფრთხოებაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება ბიძინა ივანიშვილს და მთელ ხელისუფლებას.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები