
ავტორი
Front News საქართველო
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში გლობალური ფონდის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა.
პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა არსებული თანამშრომლობის ფარგლებში მიღწეული შედეგები შეაჯამეს. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ჯანდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმებზე, შიდსის, ტუბერკულოზისა და ჰეპატიტების მიმართულებით არსებულ პროგრამებსა და მიზნობრივ მხარდაჭერაზე. საუბარი შეეხო ქვეყნის მიერ მალარიის ელიმინაციის სერტიფიკატის მინიჭების საკითხს.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა, ირაკლი ფურცელაძემ, გლობალური ფონდის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის მენეჯერს, დუმიტრუ ლატიჩევსკის, მრავალწლიანი და პროდუქტიული თანამშრომლობისთვის მადლობის სიგელი გადასცა და გაწეული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
შეხვედრას დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილეები – პაატა იმნაძე, ირმა ხონელიძე, ეკა ადამია და ცენტრის თანამშრომლები ესწრებოდნენ.
თაგები:
ირაკლი ფურცელაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს