ირაკლი ყანდაშვილი - ადვოკატის უფლებები განუხრელად იქნება დაცული მომდევნო 4 წლის განმავლობაში

ავტორი
Front News საქართველო
ადვოკატის უფლებები განუხრელად იქნება დაცული მომდევნო 4 წლის განმავლობაში, - ამის შესახებ ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეობის კანდიდატმა ირაკლი ყანდაშვილმა განაცხადა.
"მაქვს მოლოდინი, რომ მოვა ბევრი ადვოკატი, გააკეთებს სწორ არჩევანს და ჩვენ უზრუნველვყოფთ მომდევნო 4 წლის განმავლობაში განვითარებას ადვოკატის პროფესიის და თითოეული ადვოკატის უფლებრივ უზრუნველყოფას, გათანაბრებას მართლმსაჯულების სხვა რგოლებთან და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ადვოკატის უფლებები განუხრელად იქნება დაცული მომდევნო 4 წლის განმავლობაში", - განაცხადა ყანდაშვილმა.
ადვოკატთა ასოციაცია დღეს ახალ თავმჯდომარეს ირჩევს. დღევანდელ კრებაზე აირჩევენ აღმასრულებელი საბჭოს, ეთიკის კომისიისა და სარევიზიო კომისიის წევრებსაც.
არჩევნების შედეგები 20:00 საათის შემდეგ გახდება ცნობილი.
თაგები:
ირაკლი ყანდაშვილი




