ირაკლი რუხაძეს, იგორ ალექსეევს და ბენჯამინ მარსონს 170 მლნ აშშ დოლარის გადახდა დაეკისრათ


ავტორი
Front News საქართველო
დღეს, გაერთიანებული სამეფოს უზენაესმა სასამართლომ გამოიტანა საბოლოო გადაწყვეტილება საქმეზე ირაკლი რუხაძე და სხვ. Recovery Partners GP-ის და სხვ. წინააღმდეგ.
“გადაწყვეტილების თანახმად, ირაკლი რუხაძეს, იგორ ალექსეევს და ბენჯამინ მარსონს (ასევე მათ კუთვნილ კომპანიებს – Hunnewel Partners & Park Street) დაეკისრათ 170 მლნ აშშ დოლარის გადახდა Recovery Partners GP LTD-სა და Revoker LLP-ის სასარგებლოდ.
საქმის მიხედვით, ირაკლი რუხაძემ და მისმა თანამზრახველებმა დაარღვიეს ფიდუციარული ვალდებულებები იმ კომპანიის მიმართ, ვისთვისაც მუშაობდნენ. მათ მიითვისეს თავიანთი პრინციპალის ბიზნეს გეგმა და შედეგად, უკანონოდ მიიღეს შემოსავალი, რომელიც დაბრუნებას ექვემდებარება.
გაერთიანებული სამეფოს უზენაესი სასამართლოს საქმის განმხილველი პალატის შვიდივე მოსამართლე გადაწყვეტილების მიღებისას ერთსულოვანი იყო.
A+ Consulting-ის გუნდს ჰქონდა პატივი, ემუშავა აღნიშნულ საქმეზე კომპანია BrownRudnick-ის იურიდიულ გუნდთან ერთად.
ვულოცავთ ჩვენ პარტნიორებს ამ შესანიშნავ გამარჯვებას”, – აღნიშნულია A+ Consulting-ის ინფორმაციაში.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა