Logo

ირაკლი ზარქუა - ჩვენ გვიწუნებენ მიდგომას და ამ დროს, კადრები გავრცელდა, როგორ ქოლავენ ხელკეტებით მათ მოსახლეობას და ჟურნალისტებს

პოლიტიკა
45
Frontnews image description

გვიწუნებენ მიდგომას, ჩვენს დემოკრატიულ პროცესებს და ამ დროს, კადრები გავრცელდა დანიიდან, როგორ ქოლავენ ხელკეტებით მათ მოსახლეობას, ადგილობრივებს და ჟურნალისტებსაც უსწორდებიან ხელკეტებით, - განაცხადა პარლამენტის დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ზარქუამ.

როგორც ზარქუამ აღნიშნა, ამგვარი ფაქტების შემდეგაც კი, ეს სახელმწიფოები საქართველოს უკითხავენ ნოტაციებს, რაც ორმაგი სტანდარტის გამოვლინებასთან ერთად, ლუსტრაციაც არის.

"შემდეგ, ეს სახელმწიფოები ჩვენ ნოტაციებს გვიკითხავენ. ეს ორმაგი სტანდარტიც არ არის, ეს ყველაფერს სცდება და ხდება მათი ლუსტრაცია. ქართულმა საზოგადოებამ კარგად იცის, ვინ არის მტერი და ვინ - მოყვარე, ვინ არის ჩვენი გულწრფელი მეგობარი და ვინ არის დემოკრატიას ამოფარებული ჩვეულებრივი მავნებელი", - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები