ირაკლი ზარქუა - ევროკავშირი ნაბიჯ-ნაბიჯ მოგვყვება და კიდევ უფრო ამკაცრებს გამჭვირვალობის კანონს

ავტორი
Front News საქართველო
ევროპარლამენტის გადაწყვეტილება, რომ უფრო მეტად გაამკაცროს უცხო ქვეყნის ჩარევები თავიანთ ქვეყნებში, იცით თქვენ, რომ გამჭვირვალობის კანონი შემოაქვთ კიდევ უფრო მკაცრი ტონალობით, ეს ის ხალხია, რომელიც ჩვენ გვკიცხავდა იმასთან დაკავშირებით, რომ გამჭვირვალობის კანონის მივიღეთ თავის დროზე, - ამის შესახებ დიასპორის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ზარქუამ განაცხადა.
"ქვეყანამ, რომელსაც არც ნატოს ქოლგა აქვს, არც ევროკავშირის წევრია, ჩვენ ვცდილობდით, რომ დაგვეცვა ჩვენი სამშობლო უცხო ჩარევებისგან და ამასთან დაკავშირებით გვაკრიტიკებდნენ, რუსული კანონიც კი დაარქვეს ამ კანონს. დღეს კი თავად იღებენ კიდევ უფრო მეტად გამკაცრებულ კანონს, ეს ორმაგი სტანდარტიც არ არის, ეს უნამუსობაა. უფრო მეტიც, თუ არ ვცდები, გერმანიის ელჩმა, ფიშერმა გააკეთა ამას წინათ განცხადება- თურმე საქართველოში მიღებული კანონების გამო ჩვენ ევროინტეგრაციას ვერ მოვესწრებით და რა კანონებზეა საუბარი?! - გამჭვირვალობის კანონი, რომელსაც თვითონ ღებულობენ და მეორე, ოჯახური ღირებულებების კანონი, რომელიც გულისხმობს, რომ ქალი და კაცი არის ოჯახი, რომელიც კრძალავს სქესის შეცვლას, რომელიც კრძალავს საჯარო სივრცეებში, სკოლებში, ბაღებში, ლგბტ პროპაგანდას. ფიშერს თუ დავუჯერებთ ეს კანონები უნდა გავაუქმოთ და შემდეგ მიგვიღებენ. ამათი ორმაგი სტანდარტი უკვე ყველაფერს სცდება. ამიტომ კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ ჩვენ დიახ, როგორც ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ხალხს, ჩვენი სახელმწიფო ინტერესების შესაბამისი იქნება, ისეთ კანონებს მივიღებთ მომავალში და ჩვენ ვხვდებით, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ ევროკავშირი მოგვყვება და კიდევ უფრო ამკაცრებს კანონს, ვიდრე ის ჩვენ მივიღეთ და ახლა არ არის რუსული კანონი?! მე მინდა მივმართო მათ ის გამჭვირვალობის კანონი რუსული არ არის? რუსულ კანონს ღებულობს ევროკავშირი? ეს არის სამარცხვინო საქციელი ევრობიუროკრატებისგან.
ეს დროებითია, ევროკავშირი მიდის ცვლილებები, ყველგან ხალხის მიერ არჩეული, ჯანსაღი მთავრობები მოდის და არა უცხო ქვეყნიდან დანიშნული მმართველები და ევრობიუროკრატები. ასე რომ ცოტაც მოვითმინოთ და ზუსტად ვიცით, რომ ევროკავშირი ნამდვილად იქნება ევროპული ღირებულებების და ევროპული ოჯახების გაერთიანება“,- განაცხადა ირაკლი ზარქუამ.
თაგები:
ირაკლი ზარქუა
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


