
ავტორი
Front News საქართველო
"გახარიას და მისი პარტიის ადგილზე ცოტა დავფიქრდებოდი, ე მანდ, სხვანაირი [შედეგი] არ დადგეს იმიტომ, რომ ნათლად ჩანს ვინ როგორ წამოიწყო [ძალადობა]“ - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ პარლამენტში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებაზე საპარლამენტო ფრაქცია „გახარია საქართველოსთვის“ მოთხოვნაზე, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყოს.
ზარქუას არ ფიქრობს, რომ თუ გამოძიება დაიწყება, ოპოზიციური ფრაქციისთვის სახარბიელო დასკვნით დამთავრდეს ყველაფერი.
"პარლამენტებში, ზოგადად, ეს ცუდია, მაგრამ ეს ხდება. საქართველოს პარლამენტში კი არა, ევროპის პარლამენტებში, უფრო განვითარებული სახელმწიფოების პარლამენტებშიც არის ეს ცემა-ტყეპა და ემოციები. ლამაზია?- არ არის ლამაზი. მისაღებია? - არ არის მისაღები, მაგრამ როდესაც ადამიანი შეურაცხყოფას გაყენებს იქ ხდება.
ვინმემ თუ აქ გამოძიება დაიწყო, არ მგონია, სახარბიელო დასკვნებით და ანალიზით დამთავრდეს ეს ამბავი იმიტომ, რომ ნათლად ჩანს, ვინ იყო ამის ინიციატორი, ვინ წამოიწყო შეურაცხყოფები და მერე როგორ და რანაირად გაგრძელდა. ყველაფერს ვაკეთებდით, რომ ეს არ მომხდარიყო, მაგრამ ბოლოს მაინც ეს ქნეს, თან როდის?- როდესაც ვამთავრებდით. მანამდე ბევრჯერ ჰქონდათ მცდელობა და ჩვენ მაქსიმალურად თავს ვიკავებდით, მაგრამ ბოლოს ზღვარს გადავიდნენ და მოხდა ის, რაც მოხდა, რაც ბუნებრივია, არ იყო ლამაზი“, - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.
თაგები:
ირაკლი ზარქუა
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს