
ავტორი
Front News საქართველო
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუა “ლეიბორისტების” ლიდერის შალვა ნათელაშვილის ბრალდებებს ეხმიანება.
“სად ნახა ჩემი მილიონები ამ ქოსატყუილამ?! შალიკო, იმ დონის გაუფასურებული ხარ, რომ თვით გაფარჩაკებულმა ოპოზიციამაც კი არ მიგიღო თავის რიგებში და დაძრწიხარ ეულად ყველასგან მიტოვებული! იარე ახლა ტელევიზიებში და იჭორავე ზარქუას მილიონებზე შე ფანჩატურა შენა!
P.s. საზოგადოებამ კი იცის ყველაფერი ამ თემაზე, მაგრამ კიდევ ერთხელ განვმარტავ და შევახსენებ ე.წ ბაღების თემას, რომელიც ახსენა ამ “უხსენებელმა”.. მოკლედ წლების წინ ჩემმა სიძემ გაყიდა სამშენებლო კომპანია, რომელიც მხოლოდ კერძო სექტორში ოპერირებდა და არასოდეს სახელმწიფო ტენდერებში არ მიუღია მონაწილეობა. გაყიდვის შემდეგ კი მისმა ახალმა მფლობელებმა მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა სახელმწიფო ტენდერში. შემდეგ ვერ შეასრულეს აღებული ვალდებულებები და პროკურატურამ საქმე აღძრა და დაკავებულებიც არიან როგორც მაქვს ინფორმაცია! არასოდეს ბაღების ან სკოლების ტენდერში მე და ჩემს ნათესავებს არასოდეს მიგვიღია მონაწილეობა! ეს არის სიმართლე!” - წერს ზარქუა სოციალურ ქსელში.
თაგები:
ირაკლი ზარქუა
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს