Logo

ირინა სარიშვილი - 4 ოქტომბერს არ ჰყავს პოლიტიკური ხელმძღვანელი, ამ აქციის ავტორია ხალხი

პოლიტიკა
594
Frontnews image description

4 ოქტომბერს არ ჰყავს პოლიტიკური ხელმძღვანელი, არ ჰყავს პარტიული ხელმძღვანელი. ამ აქციის ავტორი გახლავთ მისი უდიდებულესობა ხალხი, - ამის შესახებ ყოფილმა პოლიტიკოსმა ირინა სარიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, 4 ოქტომბერს უნდა შეიცვალოს ხელისუფლება და დაინიშნოს ახალი არჩევნები.

"4 ოქტომბერი - ეს თარიღი არ წამოსულა ჩვენგან, ეს თარიღი წამოვიდა ბიძინა ივანიშვილისგან, მე ამ რეჟიმს პირობითად მის სახელს და გვარს ვუწოდებ. მათ დანიშნეს 4 ოქტომბერი. სამწუხაროდ, გატყდა ერთობა ოპოზიციაში, შეთანხმება კი ბოიკოტზე იყო. ამან შექმნა გარკვეული საფრთხე ზოგადად პერსპექტივისთვისაც იმიტომ, რომ როდესაც რეჟიმი ცდილობს, რომ გაამართლოს და ლეგიტიმაცია მისცეს არალეგიტიმურ ხელისუფლებას, ამის გამო გაჩნდა აზრი. რაც შეეხება ოპოზიციური პარტიების მონაწილეობას, არალეგიტიმური ორგანოს მიერ დანიშნულ არჩევნებში მონაწილეობ, თავისთავად რაღაცას ნიშნავს და მე რამდენადაც ვიცი, გახარიას პარტიის წევრები შესვლასაც აპირებენ პარლამენტში. გახარია ბერლინიდან სხვანაირად აჭიკჭიკდა, ჩემთვის აბსოლუტურად პროგნოზირებადი იყო ეს. 

4 ოქტომბერი არის დღე, როდესაც ბიძინა ივანიშვილს სურს, რომ ბოლო "კოზირი" გამოაცალოს ოპოზიციას და აქციოს თავისი ლეგიტიმაციის დღედ, ჩვენ კი გვინდა გავაკეთოთ პირიქით - ეს დღე გახდეს ის დღე, რომელსაც ძალიან დიდი ხანი ელოდა საზოგადოება.

ახლა ივანიშვილი თავის მოედანზე თავს გრძნობს მშვიდად. ივანიშვილთან ოპოზიცია ამ ხნის განმავლობაში სწორედ იმის გამო აგებდა, რომ ის კაზინოში შედიოდა და ჭადრაკის დაფით. შულერთან ჭადრაკის ფიგურებით თამაშს აზრი არ აქვს. ივანიშვილისთვის ეს ჭადრაკია და შეიძლება, სხვებისთვის ეს ასე არ იყოს.

ჩვენ 4-ში უნდა მივაღწიოთ და მივაღწევთ კიდეც, რომ შევცვალოთ ეს რეჟიმი და დაინიშნოს ნორმალური არჩევნები, მერე კი, ხმის მიცემის დროს გადაწყვიტოს ყველამ, ვინ როგორ ჭადრაკს თამაშობს. ამ დღეს - 4 ოქტომბერს არ ჰყავს პოლიტიკური ხელმძღვანელი, არ ჰყავს პარტიული ხელმძღვანელი, ამიტომ, ყოველთვის, როცა გამოვდივართ ვამბობთ, რომ ეს არის ხალხის აქცია და ამ აქციის ავტორი გახლავთ მისი უდიდებულესობა ხალხი",  - განაცხადა ირინა სარიშვილმა.

Advertisement