ირინა სარიშვილი – ისეთ დროში ვცხოვრობთ, ეს უნდა გაგვიხარდეს, რომ სახის ძვლები დამტვრეული არ არის და ჰემატომებიც არ არის


ავტორი
Front News საქართველო
არ არის მოტეხილობა და ჰემატომები, ამის გამო არ მოხვდა საავადმყოფოში. ისეთ დროში ვცხოვრობთ, რომ ეს უნდა გაგვიხარდეს, – ამის შესახებ ყოფილმა პოლიტიკოსმა ირინა სარიშვილმა შვილის დაკავებასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, დაკავების შემდეგ დილის 5 საათამდე ინფორმაცია ოჯახს არ ჰქონდა.
“იმ ადგილას იყო განსაკუთრებული სისასტიკე. მან დაინახა, როგორ დააგდეს ბადრი გრიგალაშვილი და იმ ადგილას შევიდა დასახმარებლად. სავარაუდოდ, იქ ცოტა მასაც მოხვდა. მერე სამი კაცი შეაგდეს ავტობუსში და დიდი ალბათობით, პირველი დაჭერისგან განსხვავებით, დიდი ისეთ ავტობუსში მოხვდა, სადაც სცემდნენ.
ამის წინ რომ დაიჭირეს, იქ სხვა შემადგენლობა იყო და არ სცემეს, სახლში დაარეკინეს კიდეც, რომ არ გვენერვიულა და დაკარგული არ გვგონებოდა. ახლა დილის 5 საათამდე ვერაფერი ვერ გავიგე.
როგორც დამამშვიდეს, არ არის მოტეხილობა და ჰემატომები, ამის გამო არ მოხვდა საავადმყოფოში. ისეთ დროში ვცხოვრობთ, რომ ეს უნდა გაგვიხარდეს, რომ სახის ძვლები დამტვრეული არ არის და ჰემატომებიც არ არის“, – განაცხადა ირინა სარიშვილმა.
თაგები:
ირინა სარიშვილი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს