Logo

ირინა სარიშვილი - მაგონებს თუ არა ეს დრო ავბედით 90-იანებს? არ მაგონებს, ჩემს მეხსიერებაში, რაც მე ცოცხალი ვარ, ასეთი რამ მე არ მახსოვს

პოლიტიკა
324
Frontnews image description

მაგონებს თუ არა ეს დრო ავბედით 90-იანებს? არ მაგონებს, ჩემს მეხსიერებაში, რაც მე ცოცხალი ვარ, ასეთი რამ მე არ მახსოვს, - ამის შესახებ ყოფილმა პოლიტიკოსმა ირინა სარიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ეს მოვლენები ჰგავს "ნეპის" პერიოდს.

"სინამდვილეში, სადაც ვართ ყველამ ვიცით, ყველას ერთი სიტყვა გვაქვს თავში ამ შემთხვევაში. მაგონებს თუ არა ეს დრო ავბედით 90-იანებს? არ მაგონებს, ჩემს მეხსიერებაში,  რაც მე ცოცხალი ვარ, ასეთი რამ მე არ მახსოვს, მაგრამ ისტორიულად, დიდი ალბათობით, უნდა ჰგავდეს "ნეპის" პერიოდს,  მე-20 საუკუნის დასაწყისს, როცა ყალიბდებოდა ახალი იმპერია, ჩვენ ახლა ვართ ახალი მონსტრის შექმნის სადღაც ძირში და აი, ამ თვითმარქვია ე.წ. ხელისუფლების წყალობით, ვიჭყლიტებით, როგორც ქვეყანა. 

სიტყვებით ვერაფერს ვერ ვამბობთ და როცა სიტყვები ზედმეტია, მაშინ მოქმედების დრო დგება, მაგრამ ეს მოქმედება ვერ შედგება, თუ არ იქნება ერთობა. ამ ერთობაზე ყველა ცალ-ცალკე ძალიან ლამაზი სიტყვებით ვსაუბრობთ, მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგება, ივანიშვილი იქნება ეს თუ “ქოცხროვის“ რომელიმე წარმომადგენელი, ჩამოგვიგდებს თუ არა პატარა ნაღმს, ისინი თვითონ ჩერდებიან და ჩვენ კი ვხოცავთ ერთმანეთს.

ძალიან ბევრ რამეში შეიძლება არ ვეთანხმებოდეთ ერთმანეთს, მაგრამ ერთში უნდა შევთანხმდით, რომ ერთი მტერი გვყავს და დანარჩენი ყველაფერი დროებით უნდა დავივიწყოთ", - განაცხადა ირინა სარიშვილმა.

Advertisement