Logo

ირინა სარიშვილი – მე როგორც ვიცი, ნაცემია, ურტყეს, კადრებშიც ჩანს რამდენჯერმე ჩარტყმა, ბევრს მიჰყავდა ერთად

პოლიტიკა
666
Frontnews image description

მე როგორც ვიცი, ნაცემია, ურტყეს. კადრებშიც ჩანს რამდენჯერმე ჩარტყმა, ბევრს მიჰყავდა ერთად, – ამის შესახებ ყოფილმა პოლიტიკოსმა ირინა სარიშვილმა შვილის დაკავებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, პირდაპირ ეთერში ჩანდა, როგორ აკავებდნენ მის შვილს ლუკა სარიშვილს.

“პირდაპირ ეთერში იყო მისი (მისი შვილის) დაკავება. დაკავებამდე ცოტა ხნით ადრე ტელეფონზე ვესაუბრე, მეც ვაპირებდი აქციაზე გასვლას მას შემდეგ, რაც ბავშვებს ვაჭმევდი. მერე პირდაპირ ეთერში გამოჩნდა, რომ თამარაშვილზე აკავებდნენ.

მე როგორც ვიცი, ნაცემია, ურტყეს. კადრებშიც ჩანს რამდენჯერმე ჩარტყმა, ბევრს მიჰყავდა ერთად. კადრებში ჩანს, როგორ შეჰყვა შიგნით ძალიან ბევრი ნიღბოსანი და როგორ გამოჰყავთ. გვერდით ახალგაზრდა ქალი კიოდა, ხელი გაუშვითო და ის ძირს დააგდეს, ეს მანქანაში ჩატენეს“, – განაცხადა ირინა  სარიშვილმა.

ჭავჭავაძეზე მიმდინარე აქციაზე დილით სამართალდამცველებმა აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავეს. მათ შორისაა ირინა სარიშვილის ვაჟი ლუკა სარიშვილი. დაკავების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები