
ავტორი
Front News საქართველო
სრული მობილიზაციაა საჭირო ოპოზიციის და საზოგადოების რიგგარეშე არჩევნების მოპოვებისათვის, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა ვიცე-პრემიერმა ირინა სარიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ამ ხელისუფლების პირობებში საქართველოს რკინის ფარდის მიღმა დარჩენის საფრთხე ემუქრება.
“რუსეთი ახლა მარწუხებშია მოქცეული დასავლეთის სანქციების მიერ და ეძებს ხვრელებს, რომ სული მოითქვას. ერთ-ერთ ასეთ ხვრელად, სამწუხაროდ, ეგულება საქართველო. თუ საქართელოს ეყოლება ხელისუფლება, რომელიც ამ „ხვრელობის“ ფუნქციას დაუტოვებს ქვეყანას, საქართველოს აქვს ორი მომავალი — თუ ვინმესთვის ძალიან ძვირფასები ვართ დასავლეთში, რომ ჩვენს მაგივრად, თვითონ მოგვაცილონ ეს ხელისუფლება და როგორმე ნარჩენებს მაინც მივუსწროთ იმ სიკეთეების, რაც ამ პროცესებს მოყვება, ან მოვყვეთ იმ რკინის ფარდის მიღმა, სადაც ისევე ჩავლპებით, როგორადაც უპირებენ რუსეთს…
ქუჩაში ვართ გამოსასვლელები, ოპოზიციამ ეს უნდა ითავოს, ცალცალკე ჩვენ რომ გამოვიდეთ, არ გამოვა. სრული მობილიზაციაა საჭირო ოპოზიციის და საზოგადოების რიგგარეშე არჩევნების მოპოვებისათვის“, – განაცხადა ირინა სარიშვილმა.
თაგები:
ირინა სარიშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს