ირმა ინაშვილი - მოვუწოდებ ღარიბაშვილს, როდესაც წერილის გამოქვეყნებას კიდევ დააპირებს, მეტი დეტალიზაცია და კონკრეტიკა იყოს

ავტორი
Frontnews საქართველო
ვითხოვ, დაიკითხოს ის ხალხი, ვინც შეუგზავნა ეს, დაიკითხოს მდინარაძე და პრემიერ-მინისტრი კობახიძე და არის სერიოზული კითხვა, რატომ იყო მათთვის ასეთი შემაშფოთებელი ინტერვიუ „ასავალ-დასავალში“, სადაც ლაზარე ჯორბენაძე საუბრობდა გარეჯის საკითხზე?, - ამის შესახებ “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერმა ირმა ინაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ის ირაკლი ღარიბაშვილს მოუწოდებს, მეტი დეტალები აღნიშნოს შემდეგ წერილში.
“ვითხოვ, დაიკითხოს ის ხალხი, ვინც შეუგზავნა ეს, დაიკითხოს მდინარაძე და პრემიერ-მინისტრი კობახიძე და არის სერიოზული კითხვა, რატომ იყო მათთვის ასეთი შემაშფოთებელი ინტერვიუ „ასავალ-დასავალში“, სადაც ლაზარე ჯორბენაძე საუბრობდა გარეჯის საკითხზე?
დღეიდან ისმება კითხვები უკვე გარეჯთან მიმართებაში და რაც შეეხება თვითმკვლელობას, თვითმკვლელობის დეტალებზე გამოძიებამ უნდა იმუშაოს და პირიქით, აქ კითხვების მთელი კასკადია: რა კავშირი აქვს ამ თვითმკვლელობას, ან შესაძლო თვითმკვლელობას სტატია - ინტერვიუსთან, რომელიც გამოქვეყნდა „ასავალ-დასავალში“, ანუ დავით გარეჯის თემა, რაზეც საუბრობდა ლაზარე ჯორბენაძე, „გრიფით საიდუმლო“ დოკუმენტზე, რაზეც საუბრობდა ლაზარე ჯორბენაძე. ამ კუთხით უნდა წავიდეს გამოძიება და მე ეს მოვითხოვე ჩემს ჩვენებაში. როცა ეს ჩვენება გამოქვეყნდება, თქვენ გექნებათ საშუალება, რომ წაიკითხოთ, რასაც ვამბობ, ის დადასტურდება.
არავინ არ იცის, სინამდვილეში როგორ განვითარდება მოვლენები. მე პირადად, არ ვიცი კიდევ რას დაწერს ღარიბაშვილი, რა წერილს გამოაქვეყნებს.
მე მოვუწოდებ მას, რომ როდესაც ასეთი წერილის გამოქვეყნებას კიდევ დააპირებს, მეტი დეტალიზაცია და კონკრეტიკა იყოს იმ მომავალ წერილებში“, - განაცხადა ირმა ინაშვილმა.
თაგები:
ირმა ინაშვილი




