ირმა ინაშვილი – რუსეთის ოფიციალური განცხადება დიდად მისასალმებელია და დიდად სასიხარულოა


ავტორი
Front News საქართველო
რუსეთის ოფიციალური განცხადება დიდად მისასალმებელი და სასიხარულოა, საიდანაც ჩანს, რომ რუსეთი მზადაა ყველა საკითხის გადასაჭრელად, – ასე ეხმაურება “პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი ირმა ინაშვილი რუსული მედიის მიერ დღეს გავრცელებულ ინფორმაციას.
“დიდად მისასალმებელია და დიდად სასიხარულოა რუსეთის ოფიციალური განცხადება, რომელსაც დღეს გავეცანით. ვისაც ეს არ ესმის ან არ უნდა გაიგოს, ის უბრალოდ უგუნურია.
ნატო-ს წვრთნების გამო, საქართველო-რუსეთს შორის ურთიერთობა ბოლო დროს ძალზედ დაიძაბა. ჩვენმა წერილმა თავისი როლი იმ კუთხით შეასრულა, რომ ამ ეტაპზე დაძაბულობა განიმუხტა. სწორედ ეს იყო პირველი რიგის ამოცანა. კვლავ ვიმეორებ: რუსეთის ოფიციალური განცხადება დიდად მისასალმებელია და დიდად სასიხარულოა. აქედან ჩანს, რომ რუსეთი მზადაა ყველა საკითხის გადასაჭრელად. ჩვენც უნდა ვიყოთ მზად თანამშრომლობისათვის. ოღონდ უნდა გავიგოთ, რომ არც მიგვიღებს ნატო და რუსეთისთვისაც მიუღებელია ნატო-ში ჩვენი გაწევრიანება. სხვა ყველა საკითხი გადაიჭრება, ჩვენ უნდა მივხვდეთ ამას! ხვალ განცხადებას გავავრცელებთ, სადაც კიდევ ერთხელ დავაფიქსირებთ საქართველო-რუსეთს შორის ურთიერთობების აღდგენის სულისკვეთებას“, – წერს ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში.
რუსული მედიის ცნობით, კრემლი იზიარებს „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ მოწოდებას, რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესებასთან დაკავშირებით.
<iframe src=”https://www.facebook.com/plugins/post.php?href=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2Fpermalink.php%3Fstory_fbid%3D1236311780147544%26id%3D100013062005932&show_text=true&width=500″ width=”500″ height=”855″ style=”border:none;overflow:hidden” scrolling=”no” frameborder=”0″ allowfullscreen=”true” allow=”autoplay; clipboard-write; encrypted-media; picture-in-picture; web-share”></iframe>
თაგები:
ირმა ინაშვილი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს