Logo

ისანში რუსეთის მოქალაქეები 30 წლამდე ახალგაზრდას ფიზიკურად გაუსწორდნენ

სამართალი
1367
Frontnews image description

ისანში, რესტორან “ხინკლის სახლში” რუსეთის მოქალაქეებმა საქართველოს მოქალაქე სცემეს.

 

ადგილობრივების თქმით, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი მოქალაქეები ჯერ ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ, რის შემდეგაც საქართველოს მოქალაქე, 30 წლამდე ახალგაზრდას სცემეს.

 

რუსეთის მოქალაქეებმა მიმალვა სცადეს, თუმცა ორივე მამაკაცი საპატრულო პოლიციას ამ დრომდე ადგილზე ჰყავს გაჩერებული. 

 

ნაცემ ახალგაზრდას დაზიანებები სახის არეში აქვს მიყენებული,  სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ის “ნიუ ჰოსპიტალში” გადაიყვანა.

თაგები:

ისანიცემა
Advertisement