Logo

ისრაელის საელჩო - ღრმად იმედგამაცრუებელია საგარეო საქმეთა მოადგილის ასეთ ღონისძიებაში მონაწილეობის ხილვა, ეს მორალურად არასწორია

პოლიტიკა
271
Frontnews image description

ისრაელის საელჩოში აცხადებენ, რომ საგარეო საქმეთა მინისტრის მაკა ბოჭორიშვილის მოადგილის მიერ ირანის საელჩოში გამართულ სოლიდარობის ღონისძიებაზე დასწრებით შეშფოთებული არიან.

"ჩვენ შევშფოთდით, როდესაც გავიგეთ, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე თბილისში, ირანის საელჩოში სოლიდარობის ღონისძიებას დაესწრო. იმ დროს, როდესაც დასავლეთი გმობს ირანის თავდასხმებს ისრაელის მშვიდობიან მოსახლეობაზე და მხარს უჭერს მისი ბირთვული და გენოციდური ამბიციების შეჩერების მცდელობებს, ღრმად იმედგამაცრუებელია საგარეო საქმეთა მოადგილის ასეთ ღონისძიებაში მონაწილეობის ხილვა. ეს მორალურად არასწორია", - აცხადებენ ისრაელის საელჩოში.

საქართველოში ირანის საელჩოს ცნობით, საგარეო საქმეთა მინისტრის მაკა ბოჭორიშვილის მოადგილემ ალექსანდრე ხვთისიშვილმა ირანის მიმართ სამძიმარი და სოლიდარობა გამოთქვა.

საელჩოს თანახმად, ალექსანდრე ხვთისიშვილი საელჩოში გამართულ ღონისძიებას დაესწრო, რომელიც "ირანის ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ ისრაელის რეჟიმის მიერ განხორციელებული თავდასხმის დროს დაღუპულ მოწამეთა ხსოვნას" ეძღვნებოდა. 

Advertisement