Logo

ისტორია, რომელსაც ვეტერანი პილოტები დღემდე ყვებიან – “ხე ხის სანაცვლოდ”

საზოგადოება
495
Frontnews image description

ეს ისტორია ბევრჯერ იქნა მოთხრობილი, სხვადასხვა აეროდრომების ლოკაციებითა და სხვადასხვა დამობმვის დეტალებით, თუმცა არსი ამგვარი იყო:

ოკუპირებულ ჰოლანდიაში მტრის მიერ ხისგან ნაშენმა აეროდრომმა შექმნა ისტორია, რომელსაც გაერთიანებული ერების ვეტერანი პილოტები დღემდე ყვებიან. გერმანული აეროდრომი თითქმის მთლიანად ხისგან იყო შექმნილი, მასზე განთავსებული იყო ხის ფარდულები, ნავთობის ტანკები, იარაღის სათავსოები, სატვირთო მანქანები და თვითმფრინავები.

გერმანელებს დიდი დრო დასჭირდათ ამ გრანდიოზული სატყუარის ასაშენებლად, რამაც გაერთიანებული ერების ფოტოექსპერტებს საკმარისზე მეტი დრო მისცა იმისთვის, რომ ამ მშენებლობას კარგად დაკვირვებოდნენ და მოეხსენებინათ მმართველობისთვის. დადგა ის დღეც, როდესაც სატყუარის მშენებლობა დასრულდა. შემდეგი დღის გამთენიისას მარტოხელა ბომბდამშენი გამოჩნდა ჰორიზონტზე, დაეშვა საიერიშო პოზიციაზე, შემოარტყა ერთი წრე აეროდრომს და ჩამოაგდო ერთადერთი ხის ნაღმი წარწერით – „ხე ხის სანაცვლოდ (Wood For Wood)“.

შესაძლოა, ეს ისტორია სიმართლე იყოს?

მეორე მსოფლიო ომის პერიოში აეროდრომების და სხვა მიშვნელოვანი ობიექტების სატყუარა ვერსიების შენება მტრის რესურსების გასაფლანგად სულაც არაა ლეგენდა.
ორივე მხარე ცდილობდა ერთმანეთის გასულელებას და არ არსებობს ეჭვი იმაში, რომ გერმანელები ხისგან აშენებდნენ საჰაერო ხომალდებისა და ზოგჯერ მთლიანი აეროდრომების რეპლიკებსაც კი, ხოლო ნამდვილი ობიქტების შენიღბვა ხდებოდა საღებავით, როგორც უკვე დაბომბილი და გამოუყენებელი ტერიტორიების.


“1944 წელს ამ ცრუ ნაღმით დაბომბეს ნორმანდიის ცრუ აეროდრომი“


ყალბი გერმანული თვითმფრინავის  „Messerschmitt Bf 109“ – ის ფოტოსურათი.
უკანა ფონზე ორი სხვა „Messerschmitt“-ის დანახვაც შესაძლებელია.
Smithsonian“ – ის ნაციონალური საჰაერო და კოსმოსური მუზეუმის არქივებიდან.

ხის ომი

ოპერაცია “სიმტკიცე (Fortitude)“ იყო გაერთიანებული ერების ცრუ ოპერაცია, რათა გერმანელებს დაეჯერებინათ, რომ შეჭრა მოხდებოდა “პა დე კალე (Pas-de-Calais)” – სთან და არა ნორმანდიაში. ამისთვის სრული ცრუ ჯარის დანაყოფი შეიქმნა “ჯორჯ ს. პატონ – George S Patton” – ის მეთაურობით, ყალბი საჰაერო ხომალდებით, ტანკებითა და ქვემეხებით.

მაინც ძალიან ბევრი რამ მიანიშნებს, რომ ეს ყველაფერი მითთან უფრო ახლოსაა, ვიდრე რეალობასთან:

მტრის შეცდომაში შეყვანა სტრატეგიულად ღირებულია, მაგრამ ამავდროულად ძალიან მნიშვნელოვანია შენს მტერს სჯეროდეს, რომ ის შენ გასულელებს იმის შემდეგაც კი, რაც შენ გაშიფრე მისი გეგმა. ეს კი საკმაოდ დიდი უპირატესობაა იმისთვის, რომ პატარა ხუმრობისთვის დათმო.

შემოთავაზებული ისტორია (რომელიც ყვება ერთ თვითმფრინავზე და ერთადერთი ნაღმინს ჩამოგდებაზე) სავსეა წარუმატებლობის შესაძლებლობით, რომელიც ძალიან ადვილად მიიღებდა მტკიცე უარს საჰაერო მისიის ნებართვაზე.

ხომ შეიძლება გერმანელებს საერთოდაც ვერ შეემჩნიათ დამობმვა? ან ვერ დაენახათ რა ისროლა თვითმფრინავმა და ის დამსხვრეულიყო ათას ამოუცნობ ნაწილაკად, როდესაც ხმელეთზე დაეცემოდა, ანდაც სულაც აცდენილიყო მიზანს და გერმანელებს ვერასოდეს ეპოვნათ. ამასთანავე ჩნდება კითხვა: რატომ არ გადაიღეს ეს ყველაფერი, რომ ამით მისი პროპაგანდისტული ფასეულობა საგრძნობლად გაეზარდათ?

ცნობილია, რომ გერმანელებს თავიანთი ცრუ აეროდრომებთან განლაგებული ჰქონდათ ნამდვილი ანტი-საჰაერო ქვემეხები, თუ გაერთიანებული ერები მათ რომელიმე ცრუ ბაზას დამობმავდნენ, მათ შეხვდებოდათ ნამდვილი ანტი-საჰაერო ქვემეხების ცეცხლი. თუ დაბომბვისას ცეცხლს არ გახსნიდა მოწინააღმდეგე, ადვილი მისახვედრი იქნებოდა, რომ ეს არ იყო ნამდვილი სტრატეგიული პუნქტი რახან მას არ იცავდნენ.

ამის გათვალისწინებით გარისკავდნენ გაერთიანებული ერები ერთი ან რამდენიმე საფრენი გუნდის სიცოცხლეს ხუმრობისთვის? ამ ყველაფერს ემატება ის ფაქტიც, რომ მეორე მსოფლიო ომის დროს ბომბდამშენი საჰაერო ხომალდის პილოტის საშუალო სიცოცხლის ხანგრძლივობა საკმაოდ დაბალი იყო. ძალიან საეჭვოა, რომ ნაპოვნი ყოფილიყო პილოტი, რომელიც თავის სიცოცხლეს გარისკავდა ხის ნაღმის ჩამოსაგდებად.

ხე ხის სანაცვლოდ


ახალგაზრდა ლეიტენანტი ვერნერ თიელი – (Werner Thiel) (მარცხნივ) დაახლოებით იმ დროს როდესაც ის ლეგენდას საკუთარი თვალით შეესწრო და მისი ფოტო (მარჯვნივ) 2010 წელს ბომბის ასლით ხელში რომელიც მან აღწერა  „Luftkriegschule Werder“ -ის აეროდრომის 1943 წლის საჰაერო დამობმვის შემდეგ. (წყარო:Vintagewingsofcanada.com)

მიუხედავად ყველაფრისა, წიგნი დაიწერა ამ თემაზე. ფრანგმა ავტორმა პიერ-ანტუან კურაბელმა (Pierre-Antoine Courable) და მისმა ბელგიელმა თანამოაზრემ ჟან დიუჰერჰეიდმა (Jean Dewaerheid) სერიოზული კვლევის ძალა დაუპირისპირეს 70 წლის ლეგენდას.


„ხის ბომბების გამოცანა“ავტორი: პიერ-ანტუან კურაბელი

კურაბელმა გამოაქვეყნა თავისი წიგნი, რომელიც, ამ მწერლისთვის საფუძვლიანი კვლევისა და პირველადი თვითმხილველების მონაწილეობის საფუძველზე ამტკიცებს იმას, რომ ეს ისტორიები ნამდვილია და არა მითი. წიგნის გამოცემიდან 1 წლის შემდეგ, კურაბელის ოქროს მოწმე, რომელსაც დიდხანს ეძებდნენ, “Luftwaffe”-ის პილოტი სახელად  ვერნერ თიელი – (Werner Thiel) გამოჩნდა. მასზე გადაიღეს სიუჟეტი და მან კიდევ ერთხელ დაადასტურა „გაერთიანებული ერების“ პილოტების ხუმრობის ისტორია.

 

გიორგი კრაწაშვილი
Front News

თაგები:

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები