Logo

ისტორიაში პირველად - უკრაინის დაზვერვის სამსახურის "მოჩვენებებმა" ყირიმში ორი თვითმფრინავი-ამფიბია Be-12 გაანადგურეს

უკრაინა
262
Frontnews image description

ისტორიაში პირველად, უკრაინულმა დაზვერვამ მტრის ორი Be-12 "ჩაიკა", თვითმფრინავი-ამფიბია გაანადგურა.

სადაზვერვო სამსახურის ცნობით, 21 სექტემბერს, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო დირექტორატის სპეცრაზმმა "მოჩვენებები“ ორი რუსული Be-12 დროებით ოკუპირებულ ყირიმში გაანადგურა და ეს ისტორიაში პირველად მოხდა.

მისივე ცნობით, ყირიმზე თავდასხმის დროს მტრის ორ Be-12-თან ერთად, "მოჩვენებებმა“ ასევე გაანადგურეს რუსი ოკუპანტების კუთვნილი კიდევ ერთი Mi-8 მრავალფუნქციური ვერტმფრენი.

Be-12 "ჩაიკა“ 1960-იან წლებში Berev-ის საკონსტრუქტორო ბიუროს მიერ შეიქმნა. მას შეუძლია აფრენა როგორც ხმელეთიდან, ასევე წყლიდან. მისი ძირითადი დანიშნულებაა წყალქვეშა ნავების აღმოჩენა, თვალყურის დევნება და განადგურება, ასევე სამძებრო-სამაშველო ოპერაციების ჩატარება.

შეზღუდული რაოდენობისა და რთული მოვლის გამო, ეს თვითმფრინავი იშვიათ და ძვირად ღირებულად ითვლება ექსპლუატაციისთვის, რადგან წყალქვეშა ნავების საწინააღმდეგო საბრძოლო აღჭურვილობა დღესაც ღირებულია. ამიტომ, ყირიმში უკრაინის ძალების მიერ ორი ასეთი თვითმფრინავის განადგურება როგორც სიმბოლური, ასევე პრაქტიკული მნიშვნელობის მოვლენა იყო - რუსეთმა დაკარგა უნიკალური აღჭურვილობა, რომელთა სწრაფად შეცვლა შეუძლებელია.

თაგები:

ყირიმი
Advertisement