
ავტორი
Front News საქართველო
იტალიამ კვლავ დაადასტურა, რომ მკაცრად გმობს ნებისმიერ ძალადობას და მხარი დაუჭირა ზომებს, რომლებიც უმაღლესმა წარმომადგენელმა/ვიცე-პრეზიდენტმა კალასმა წარადგინა, მათ შორის სანქციების წინადადებას, – ამის შესახებ იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.
“საქართველოში არსებული სიტუაციის შესახებ საგარეო საქმეთა საბჭოს დისკუსიის დროს, იტალიამ კვლავ დაადასტურა, რომ მკაცრად გმობს ნებისმიერ ძალადობას, რომელსაც ადგილი ჰქონდა ბოლო კვირების განმავლობაში, მხარი დაუჭირა ზომებს, რომლებიც უმაღლესმა წარმომადგენელმა/ვიცე-პრეზიდენტმა კალასმა წარადგინა, მათ შორის სანქციების წინადადებას (რომელიც სხვა სახელმწიფოების მხრიდან კონსენსუსის არარსებობის გამო არ დამტკიცდა).
ჩვენი ქვეყანა ასევე შეუერთდა კონსენსუსს დიპლომატიური ვიზების გაცემის გამარტივების შესახებ შეთანხმების შეჩერებას, რომელიც საბოლოოდ დამტკიცდა.
იტალიამ ასევე ხაზი გაუსვა იმას, რომ ევროკავშირი საქართველოს ხალხის გვერდით უნდა დარჩეს და გამოხატა იმედი, რომ თბილისის მიერ ბოლო პერიოდში მიღებული გადაწყვეტილებები, რომლებმაც ფაქტობრივად შეაჩერეს ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის გზა, გადაიხედება”, – აღნიშნულია განცხადებაში.
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღეს რუმინეთს, უნგრეთს, სლოვაკეთს, იტალიასა და ესპანეთს “ევროკავშირის საბჭოზე ქართველი ხალხის მხარდამჭერი პოზიციის დაფიქსირების გამო” მადლობა გადაუხადა.
თაგები:
იტალია
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს