Logo

იტალიის პრემიერ-მინისტრი გამოვიდა ინიციატივით, ნატოს მე-5 მუხლი უკრაინაზეც გავრცელდეს ალიანსში მისი გაწევრიანების გარეშე

უკრაინა
281
Frontnews image description

იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი გამოვიდა ინიციატივით, რომ ნატოს მე-5 მუხლი უკრაინაზეც გავრცელდეს ალიანსში გაწევრიანების გარეშე.

იტალიის მთავრობის ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ უკრაინაზე ნატოს მე-5 მუხლის გავრცელება იქნება სტაბილური, გრძელვადიანი და ეფექტური უსაფრთხოების გარანტი, ვიდრე სამშვიდობო კონტინგენტის განთავსება ცეცხლის წყვეტის შემდეგ.

მან ასევე გამორიცხა იტალიის ჯარების მონაწილეობა უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების შემთხვევაში და აღნიშნა, რომ ევროპული, ფრანგული ან ბრიტანული ჯარების განლაგება ყველაზე რთული გადაწყვეტილებაა.

ნატოს მეხუთე მუხლი, კოლექტიური თავდაცვის პრინციპი ალიანსის ხელშეკრულების ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია. ის ყველა წევრ ქვეყანას ავალდებულებს, რომ თავდასხმის შემთხვევაში ერთმანეთი დაიცვან.

Advertisement