
ავტორი
Front News საქართველო
იტალია დარწმუნებულია, რომ უკრაინამ უკვე მოიპოვა მნიშვნელოვანი გამარჯვება ომში, რადგან რუსეთმა ვერ შეძლო თავდაპირველი შეჭრის გეგმის განხორციელება, - ამის შესახებ იტალიის თავდაცვის მინისტრმა გვიდო კროზეტომ განაცხადა.
იტალიის თავდაცვის მინისტრმა განმარტა, რომ სრულმასშტაბიანი შემოჭრის დასაწყისში ექსპერტების უმეტესობა ვარაუდობდა, რომ რუსული ჯარები კიევს რამდენიმე დღეში დაიკავებდნენ.
მან ასევე გაიხსენა, რომ აშშ-მაც კი მოამზადა თვითმფრინავი უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის შესაძლო ევაკუაციისთვის, თუმცა, ოთხი წლის შემდეგ სიტუაცია მკვეთრად შეიცვალა. იტალიის თავდაცვის მინისტრის თქმით, რუსეთი ახლა "ფრონტის ხაზზეა ჩარჩენილი“, ყოველთვიურად 30 000 ჯარისკაცს კარგავს (მოკლული და დაჭრილი).
კროზეტოს თქმით, უკრაინამ არა მხოლოდ შეინარჩუნა სახელმწიფოებრიობა, არამედ შეცვალა თანამედროვე ომისადმი მიდგომები. კერძოდ, დრონების ფართოდ გამოყენება მსოფლიოს მრავალი არმიისთვის მაგალითი გახდა.
"უკრაინა კვლავ არსებობს; ის ძლიერია და ვლადიმერ პუტინისთვის ომს ყოველდღიურად ართულებს. მან უკვე გაიმარჯვა, რადგან არასდროს ჰქონია განზრახული რუსეთში შეჭრა - ის მხოლოდ თავს იცავს“, - განაცხადა მინისტრმა.
ის დარწმუნებულია, რომ ომი მხოლოდ მაშინ დასრულდება, როდესაც რუსეთი უკრაინის დაბომბვას მინიმუმ 24-48 საათით მაინც შეწყვეტს. მისივე თქმით, ეს ერთხელაც არ მომხდარა 2022 წელს სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან.
იტალიელი მინისტრის განცხადებას მხარი დაუჭირა მისმა ბრიტანელმა კოლეგამ უეს სტრიტინგმა. მან რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული ომი „პუტინის დამცირებად“ შეაფასა.
„უკრაინის ომი ვლადიმერ პუტინისთვის სრულ დამცირებად იქცა. მას ეგონა, რომ უკრაინას სწრაფად გადაუვლიდა და ომს მომენტალურად მოიგებდა, თუმცა ამის ნაცვლად, ის ფრონტზე გაიჭედა და საკუთარი ჯარისკაცების სიცოცხლის ფასად უზარმაზარი დანაკარგი განიცადა", - განაცხადა სტრიტინგმა.
თაგები:
გვიდო კროზეტო
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს