იტალიამ მიგრანტების გამო ესპანეთთან შენგენის უვიზო მიმოსვლის რეჟიმი შეაჩერა

ავტორი
Front News საქართველო
იტალიამ ესპანეთთან შენგენის უვიზო მიმოსვლის რეჟიმი შეაჩერა. გადაწყვეტილება სეუტაში მიგრანტების მასობრივ შესვლას უკავშირდება.
იტალიის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, უწყება საფრანგეთთანაც შეთანხმდა საფრანგეთ-იტალიის სახმელეთო საზღვარზე კონტროლის გამკაცრებაზე.
ბოლო 24 საათში ესპანეთის ჩრდილოაფრიკულ ანკლავ სეუტაში მაროკოდან დაახლოებით 60 ათასი მიგრანტი შევიდა. მათი უმრავლესობა ესპანეთმა მაროკოში დააბრუნა.
სეუტაში მოხვედრის მცდელობისას 60-მდე ადამიანი დაიღუპა.





