
ავტორი
Front News საქართველო
ცვლილებები შესაძლოა, სწრაფად არ მოხდეს. დემოკრატიისკენ, ნამდვილი თავისუფლებისა და ევროპული მომავლისკენ დაბრუნების გზა შეიძლება გრძელი და რთული იყოს, - ამის შესახებ ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, მიუხედავად ამისა, ისტორია აჩვენებს, რომ ხალხის თავისუფლების სურვილი უფრო ძლიერია, ვიდრე შიში.
"გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, ძვირფასო ქართველებო! ისეთ ეტაპებზე, როგორსაც თქვენი ერი ახლა გადის, ადვილია რწმენის დაკარგვა, მაგრამ ისტორია ასევე გვაჩვენებს, რომ ხალხის თავისუფლების სურვილი უფრო ძლიერია, ვიდრე შიში, ძალადობა და უსამართლობა. თქვენ არაერთხელ წამომდგარხართ და ახლაც წამოდგებით.
ცვლილებები შესაძლოა, სწრაფად არ მოხდეს. დემოკრატიისკენ, ნამდვილი თავისუფლებისა და ევროპული მომავლისკენ დაბრუნების გზა შეიძლება გრძელი და რთული იყოს, თუმცა მე მჯერა საქართველოს ყველა კეთილი ნების ადამიანის, ვისშიც იმედი ჯერ კიდევ ანთია. მჯერა, რომ ეს იმედი გადაიქცევა ძალად, რომელიც საქართველოს ევროპულ გზაზე დააბრუნებს!", - წერს რასა იუკნევიჩიენე.
თაგები:
რასა იუკნევიჩიენე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს