იუკნევიჩიენე - საქართველო გაფრთხილება იყო, ყირიმი, დონბასი და უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომი კრემლის იგივე იმპერიალისტურ გეგმას მოჰყვა

ავტორი
Frontnews საქართველო
18 წლის შემდეგ, საქართველოს მეხუთედი ისევ ოკუპირებულია. დღეს ჩვენ ვიხსენებთ ყველას, ვინც ამ ომში დაზარალდა და პატივს მივაგებთ სამშობლოს დამცველ გმირებს, - ამის შესახებ ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით, საქართველო რუსეთის მხრიდან გაფრთხილება იყო, რასაც უკრაინაში ომი მოჰყვა.
"2008 წლის 7 აგვისტოს რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ თავისი ომი დაიწყო. მსოფლიო სიმშვიდისკენ მოწოდებებით გამოვიდა და არასწორი დასკვნები გამოიტანა. საქართველო გაფრთხილება იყო - ყირიმი, დონბასი, და უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომი კრემლის იგივე იმპერიალისტურ გეგმას მოჰყვა. 18 წლის შემდეგ, საქართველოს მეხუთედი ისევ ოკუპირებულია. დღეს ჩვენ ვიხსენებთ ყველას, ვინც ამ ომში დაზარალდა და პატივს მივაგებთ სამშობლოს დამცველ გმირებს”, - წერს რასა იუკნევიჩიენე.
რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომიდან 18 წელი გავიდა. 5-დღიან საომარ მოქმედებებს 400-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, მათ შორის 170 – სამხედრო, შსს-ს 19 თანამშრომელი, 244 – სამოქალაქო პირი, დაიჭრა 2 234 ადამიანი, 26 000 კი დევნილად იქცა.
თაგები:
რასა იუკნევიჩიენე




