Logo

იუკნევიჩიენე - სანქციები დავუწესოთ მათ, ვინც პასუხისმგებლები არიან საქართველოს ევროპული მომავლის წართმევაზე

პოლიტიკა
71
Frontnews
იუკნევიჩიენე - სანქციები დავუწესოთ მათ, ვინც პასუხისმგებლები არიან საქართველოს ევროპული მომავლის წართმევაზე

მოდით, ჩვენ ისეთივე ჯიუტები ვიყოთ, როგორც ისინი და სანქციები დავუწესოთ მათ, ვინც პასუხისმგებლები არიან საქართველოს ევროპული მომავლის წართმევაზე, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიენემ განაცხადა.

მისი თქმით, ევროპა ქართველ ხალხს უნდა დაეხმაროს არჩევანის განხორციელებაში.

"პაატა ბურჭულაძე ევროპული ოპერის ერთ-ერთი დიადი ხმაა. დღეს ის 71 წლისაა და ციხეშია. შვიდი წელი აქვს მისჯილი ქართველ ხალხთან ერთად დგომისთვის. ის მარტო არაა.

გასულ კვირას ქართველი პოლიტპატიმრების ოჯახის წევრებს შევხვდი. მათ ციხის საშინელი პირობების შესახებ გვითხრეს. დღეს ნინი მანჯგალაძეს შევხვდი, რომლის მამაც ბურჭულაძესთან ერთად გაასამართლეს. ნინი დღეს აქ არის ჩვენთან.

მან გვითხრა, რომ მამამისი 16 კვადრატული მეტრის საკანში ხუთ სხვა პატიმართან ერთად იმყოფება. მან მესიჯი გამოგვიგზავნა ციხიდან: “ევროპა საქართველოს სახლია”. მან ასევე, მადლობა გადაუხადა ევროპარლამენტს მათი მხარდაჭერისთვის, ვინც საქართველოს თავისუფლებისთვის იბრძვიან.

ბევრი სხვა პატიმარი ახალგაზრდაა, რომელთა ნასამართლეობამ შესაძლოა, გავლენა იქონიოს მათ მთელს ცხოვრებაზე და გაურთულოს სწავლა და სამსახურის პოვნა. ჩვენ უნდა დავეხმაროთ მათ.

ამ შაბათს 2 წელი გახდება, რაც ქართველები ყოველდღიურად გამოდიან პროტესტზე თავიანთი ევროპული მომავლისთვის. მოდით, ჩვენ ისეთივე ჯიუტები ვიყოთ, როგორც ისინი და სანქციები დავუწესოთ მათ, ვინც პასუხისმგებლები არიან საქართველოს ევროპული მომავლის წართმევაზე”, - განაცხადა რასა იუკნევიჩიენემ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები