იუკნევიჩიენე – სანქციები უნდა დავაწესოთ, განვახორციელოთ საქართველოს მიმართ ევროკავშირის პოლიტიკის სრული გადახედვა

ავტორი
Front News საქართველო
ჩვენ სანქციები უნდა დავაწესოთ, განვახორციელოთ საქართველოს მიმართ ევროკავშირის პოლიტიკის სრული გადახედვა და ახალი არჩევნების დანიშვნა მოვითხოვოთ. “ქართულ ოცნებას” საქართველოს ბელარუსად გადაქცევის უფლებას ვერ მივცემთ, – ამის შესახებ ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით, ახალი კანონი, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ შემოიღო, საერთაშორისო დონორებს აიძულებს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიასაშუალებების ან სამოქალაქო ჯგუფების დაფინანსებამდე ნებართვა მთავრობისგან მიიღონ.
“ახალი კანონი, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ შემოიღო, საერთაშორისო დონორებს აიძულებს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიასაშუალებების ან სამოქალაქო ჯგუფების დაფინანსებამდე ნებართვა მთავრობისგან მიიღონ. ევროკავშირის დახმარება და საგარეო დახმარება დამოუკიდებელ ხმებამდე ვერ მიაღწევს, თუ ამას ის რეჟიმი არ დაამტკიცებს, რომელიც მათ გაჩუმებას ცდილობს.
ეს სახელმწიფოს მიტაცებაა. „ქართული ოცნება“ ამტკიცებს, რომ საქმე გამჭვირვალობას ეხება, სინამდვილეში კი ეს რეპრესიაა. პირდაპირ ლუკაშენკოს სამოქმედო სახელმძღვანელოდან. ბანკები იძულებულები არიან სამოქალაქო საზოგადოების ლიდერების პერსონალური მონაცემები გასცენ – „დივერსიის“ ყალბი ბრალდებებით. რეჟიმი ამის გასამართლებლად მიტაცებულ სასამართლოებს იყენებს.
ჩვენ სანქციები უნდა დავაწესოთ, განვახორციელოთ საქართველოს მიმართ ევროკავშირის პოლიტიკის სრული გადახედვა და ახალი არჩევნების დანიშვნა მოვითხოვოთ. „ქართულ ოცნებას“ საქართველოს ბელარუსად გადაქცევის უფლებას ვერ მივცემთ“, – წერს რასა იუკნევიჩიენე.
პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა და მესამე მოსმენით დაამტკიცა საკანონმდებლო პაკეტი, რომლის ამოქმედების შემდეგ, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციები გრანტს მთავრობის თანხმობის გარეშე ვეღარ გასცემენ.
თაგები:
რასა იუკნევიჩიენე




