
ავტორი
Front News საქართველო
ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია ქართველი მეზღვაურების მომზადების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საგანმანათლებლო ცენტრია, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი კადრების მომზადებასა და მათი კონკურენტუნარიანობის ზრდაში,- ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა ივანე აბაშიძემ განაცხადა.
მისი თქმით, დღეს მსოფლიოს სხვადასხვა ფლოტში დაახლოებით 21 000 ქართველი მეზღვაური მუშაობს. ქართველი სპეციალისტები დასაქმებულნი არიან მსოფლიო სავაჭრო ფლოტის დაახლოებით 80%-ში, ხოლო საქართველოს მიერ გაცემული საზღვაო კომპეტენციების აღიარება მსოფლიოს საზღვაო დროშების დაახლოებით 90%-ზე ვრცელდება.
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის განცხადებით, საქართველოს საზღვაო სექტორის საერთაშორისო პოზიციების გაძლიერება პირდაპირ აისახება ქართველი მეზღვაურების დასაქმების შესაძლებლობებზე. სააგენტოს მიერ განხორციელებული აქტიური მუშაობის შედეგად, საქართველოს მეზღვაურთა კვალიფიკაციას აღიარებენ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები და მსოფლიოს წამყვანი საზღვაო დროშები.
"ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია არის მთავარი კერა, სადაც ქართველი მეზღვაურების მომზადება ხდება. დღეს საქართველოს 21 000-მდე მეზღვაური ჰყავს, რომლებსაც დასაქმებულები არიან მსოფლიო ტონაჟის დაახლოებით 80%-ზე. ასევე, საქართველოს მიერ დაფარულია მსოფლიოს საზღვაო დროშების საერთო რაოდენობის 90%-მდე, მათ შორის ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების და ძირითადი რეპუტაციული დროშები. ეს არის საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გაწეული აქტიური მუშაობის შედეგი“, – განაცხადა ივანე აბაშიძემ.
თაგები:
ივანე აბაშიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს