
ავტორი
Front News საქართველო
2026 წლის 6 თვის მონაცემებით, საქართველოს ნავსადგურებში შემოსული გემების საერთო ტონაჟი 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით დაახლოებით 20%-ით არის გაზრდილი, - აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს თავმჯდომარე ივანე აბაშიძე.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ეს შედეგი საჯარო და კერძო სექტორების მჭიდრო თანამშრომლობისა და საოპერაციო ეფექტიანობის გაზრდის ხარჯზე იქნა მიღწეული.
"განსაკუთრებით აღსანიშნავია ფსკერდაღრმავებითი სამუშაოები და საზღვაო „ერთი ფანჯრის“ სისტემის გამართული მუშაობა, რის ხარჯზეც გემების გაფორმების ბიუროკრატიული პროცედურები 24 საათიდან მინიმუმამდე - ერთ საათამდე შემცირდა.
აღნიშნული შედეგი მოწმობს, რომ საქართველოს ნავსადგურებში გემების მოცდენის მაჩვენებელი ყოველდღიურად იკლებს და რაც მთავარია, იზრდება გემების საერთო ტონაჟი და მოცულობა, რაც ავტომატურად აისახება ტვირთების გადაზიდვის მაჩვენებელზეც“, - განაცხადა ივანე აბაშიძემ.
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ინფორმაციით, 2026 წლის 6 თვეში საქართველოს პორტებში მიღებული გემების ჯამური ტვირთამწეობა (გროს ტონაჟი) წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 19%-ით გაიზარდა და 10.7 მილიონ GT-ს მიაღწია.
თაგები:
ივანე აბაშიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს