ივანე ჩხაიძე – ერთი და იგივე სიმპტომები აქვს: მაღალი ტემპერატურა, თავის, სახსრების, კუნთების, ყელის ტკივილი


ავტორი
Front News საქართველო
ძირითადი ვირუსი, რომელიც ცირკულირებს არის A ტიპის ვირუსი – H1, პანდემიური და მეორე ადგილზე, შედარებით ნაკლები ინტენსივობის, ეს არის H3, ესეც A ტიპის ვირუსს მიეკუთვნება, – ამის შესახებ იაშვილის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ განაცხადა.
“H1-ს და H3-ს ერთი და იგივე სიმპტომები აქვს, ეს არის მაღალი ტემპერატურა – 38 და მეტი, თავის ტკივილი, სახსრების ტკივილი, კუნთების ტკივილი, ყელის ტკივილი. რისკის ჯგუფები იგივეა, რაც ვაქცინაციის დროს – ეს არის 5 წლამდე ასაკის ბავშვები, ორსულები და 65 წელს გადაცილებული პირები ქრონიკული დაავადებებით.
რეკომენდაცია ეხება სიმპტომურ მართვას. მაღალი ტემპერატურის შემთხვევაში (38 და მეტი) სიცხის დამწევი საშუალების გამოყენება, დიდი რაოდენობით სითხეების მიღება – ეს შეიძლება იყოს ჩაი, წყალი, ახლად მომზადებული წვენი. აუცილებლად დარჩით სახლში, გრიპი გადამდებია და ბავშვი თუ მოზრდილი, სხვისთვის საშიშია, ამიტომ თუ თქვენ ეს ნიშნები გაქვთ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დარჩეთ სახლში”, – განაცხადა ჩხაიძემ.
თაგები:
ივანე ჩხაიძე

ივანე ჩხაიძე – არა მარტო ბავშვებში, მოზრდილებშიც შემთხვევათა აბსოლუტური უმრავლესობა უნდა იმართოს ბინაზე

ირაკლი კობახიძე – 20 წელია, ბრეჟნევივით არის ერთი და იგივე ენჯეოს ხელმძღვანელი და იღებს დაფინანსებას ერთი და იგივე წყაროდან

ირაკლი კობახიძე – ვიღაც არახამიას უნდა, რომელმაც თავის ქვეყანას შეუქმნა, ჯერ თავისია თუ არა ისიც თვითონ არ იცის, სერიოზული პრობლემები და ახლა იგივე პრობლემები შექმნას ახლა საქართველოშიც