ივანე ჩხაიძე – “ომიკრონის“ შემთხვევაში პაციენტი გადამდებად ითვლება ინფიცირებამდე 2 დღით ადრე და ინფიცირებიდან 4-5 დღის განმავლობაში


ავტორი
Front News საქართველო
“ომიკრონის“ შემთხვევაში პაციენტი გადამდებად ითვლება ინფიცირებამდე 2 დღით ადრე და ინფიცირებიდან 4-5 დღის განმავლობაში, – ამის შესახებ იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა ივანე ჩხაიძემ „იმედთან“ განაცხადა.
მისი თქმით, იზოლაციის ვადების შემცირება „ომიკრონმა“ მოიტანა, რომელიც „დელტასთან“ შედარებით ნაკლები ხანგრძლივობით და ნაკლები გადადების პერიოდით ხასიათდება.
“როდესაც ჩვენ ქვეყანაში 8-დღიანი იზოლაციის პერიოდი გვაქვს, ეს სწორია მაშინ, თუ დომინანტურია „დელტა“, მაგრამ „ომიკრონთან“ იზოლაციის ვადები უნდა გადაიხედოს. ასე მოიქცა აშშ, ევროპის პრაქტიკულად ყველა ქვეყანა. ყველგან ერთი და იგივე ციფრია – 5 დღე“, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.
COVID-19-ით დაავადებულთა და მათთან კონტაქტირებულთა იზოლაციისა და კარანტინის ვადები მცირდება.


ვახტანგ გომელაური – 4-5 დღის წინ იყო 5-6 ათასი შემომსვლელი დღიურად და ახლა გაიზარდა დაახლოებით 10 ათასამდე, სადღაც 40-45%-ით მოიმატა

ირაკლი კობახიძე – მხოლოდ ბოლო 2.5 წლის განმავლობაში 5 მლრდ დოლარის ინვესტიციები მოვიზიდეთ ქვეყანაში

შალვა პაპუაშვილი – სამწუხაროდ, სტიქიასთან ბრძოლასთან ერთად, ჩვენ გვიწევდა დეზინფორმაციის და ყალბი ამბების წინააღმდეგ ბრძოლაც