
ავტორი
Front News საქართველო
ჯანდაცვის მინისტრი საქართველოში მალტის სუვერენული ორდენის ელჩს ტეოდორიკო ნანის, მილანის ბიკოკას უნივერსიტეტის პროფესორსა და პედიატრიული დეპარტამენტის დირექტორს, ანდრეა ბიონდის, ასევე საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს წმინდა საყდართან და მალტის სუვერენულ ორდენთან, დავით მექვაბიშვილს შეხვდა.
პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს საქართველოში ბავშვთა ჰემატო-ონკოლოგიური სამედიცინო დახმარების გაუმჯობესების შესაძლებლობები და იტალიურ ინსტიტუციებთან თანამშრომლობის პერსპექტივები. საუბარი შეეხო გამოცდილების გაზიარებას, კლინიკური პროტოკოლების განვითარებას, სამედიცინო პერსონალის გადამზადებასა და გრძელვადიანი თანამშრომლობის ფარგლებში სისტემური მხარდაჭერის უზრუნველყოფას.
მხარეები გრძელვადიან პარტნიორობაზე შეთანხმდნენ, რაც მომავალში ერთობლივი პროექტების განხორციელებასა და სისტემური თანამშრომლობის გაღრმავებას მოიცავს.
თაგები:
ჯანდაცვის სამინისტრო
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს