
ავტორი
Front News საქართველო
ჯანდაცვის სამინისტროსა და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს (KIU) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის მიზანიც გრძელვადიანი თანამშრომლობა და ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებისთვის, სხვადასხვა მიმართულებით, პრაქტიკის გავლის შესაძლებლობების შექმნაა. დოკუმენტს ხელი ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის აღმასრულებელმა დირექტორმა/ რექტორმა ვახტანგ ცაგარელმა მოაწერეს.
მიხეილ სარჯველაძემ სამინისტროსა და უნივერსიტეტს შორის, გრძელვადიანი ურთიერთთანამშრომლობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ მიღებული ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება სტუდენტებს შემდგომ პროფესიულ განვითარებასა და დასაქმებაში შეუწყობს ხელს.
მემორანდუმი ითვალისწინებს, უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტების პროფესიული და პრაქტიკული უნარების განვითარების, მათ მიერ პროფესიული გამოცდილების მიღებისა და თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების ხელშეწყობას.
ამასთან, აღნიშნული პროგრამის სტუდენტები სამინისტროს სისტემაში ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურებების მიმართულებით პრაქტიკული სწავლებას გაივლიან. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, მემორანდუმი ხელს შეუწყობს სისტემისთვის კვალიფიციური ადამიანური რესურსის მომზადებას, პერსპექტიული კანდიდატების გამოვლენას, შემდგომი პროფესიული განვითარების, სტაჟირების ან დასაქმების მიზნით.
ჯანდაცვის მინისტრმა, უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან ერთად, მემორანდუმის ფარგლებში თუ ჯანმრთელობის დაცვის სხვა მიმართულებით, სამომავლო თანამშრომლობის გეგმებიც განიხილა.
თაგები:
მემორანდუმი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს