ჯანმო მდიდარ ქვეყნებს მოუწოდებს, კოვიდვაქცინის მესამე დოზის გამოყენებაზე სექტემბრის ბოლომდე მორატორიუმი გამოაცხადონ


ავტორი
Front News საქართველო
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ქვეყნებს მოუწოდებს, შეაჩერონ კორონავირუსზე მესამე დოზით ვაქცინაცია სულ მცირე სექტემბრის ბოლომდე, რადგან მდიდარ და ღარიბ ქვეყნებში ვაქცინირებულთა რაოდენობებს შორის სხვაობა იზრდება.
“მე მესმის ყველა მთავრობის შეშფოთება, დაიცვას თავისი მოსახლეობა „დელტა“ ვარიანტისგან, თუმცა ჩვენ ვერ მივიღებთ, რომ ქვეყნებმა, რომლებმაც უკვე გამოყენეს ვაქცინების გლობალური მარაგის უმეტესი ნაწილი, გამოიყენონ კიდევ უფრო მეტი“, – განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მაისის მონაცემებით, მაღალი შემოსავლის ქვეყნებში ყოველ 100 ადამიანზე ვაქცინის დაახლოებით 50 დოზაა გამოყენებული და ეს მაჩვენებელი ამ დროისთვის გაორმაგდა. დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნებში კი, ვაქცინის ნაკლებობის გამო ყოველ 100 ადამიანზე გამოყენებულია ვაქცინის 1,5 დოზა.
თაგები:
ჯანმო

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს