
ავტორი
Front News საქართველო
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი აცხადებს, რომ ჯერ არ გადაუწყვეტია, იყრის თუ არა კენჭს 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში, თუმცა ამ საკითხს ძალიან მალე დაუბრუნდება.
ვენსმა CBS News-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ის და მისი მეუღლე შესაძლო საპრეზიდენტო კენჭისყრის საკითხს წლის ბოლოს, შუალედური არჩევნების შემდეგ, კვლავ განიხილავენ.
მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ არ გადაუწყვეტია, იბრძოლებს თუ არა რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატობისთვის, ვენსი მოელის, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მხარს დაუჭერს მის ნებისმიერ გადაწყვეტილებას.
"ეჭვი არ მეპარება, რომ შეერთებული შტატების პრეზიდენტი სრულად დაუჭერს მხარს ნებისმიერ გადაწყვეტილებას, რომელსაც საბოლოოდ მივიღებ. თუმცა, ჩვენ ჯერ არ განგვიხილავს, თუ როგორი იქნება ეს გადაწყვეტილება“, - განაცხადა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა.
ვენსის თქმით, ამ დროისთვის მისი პოლიტიკური მომავალი მისთვის მთავარი პრიორიტეტი არ არის, რადგან ამჟამად ის ადმინისტრაციაში მუშაობაზეა ორიენტირებული.
თაგები:
ჯეი დი ვენსი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს