ჯეი დი ვენსი - გვსურს, თქვენს მომავალზე გარე ძალების ზეწოლის გარეშე მიიღოთ გადაწყვეტილება

ავტორი
Front News საქართველო
აშშ-ის პრეზიდენტი უნგრეთით აღფრთოვანებულია, აღფრთოვანებული ვარ, რისთვისაც თქვენ იბრძვით, გვსურს, თქვენს მომავალზე გარე ძალების ზეწოლის გარეშე მიიღოთ გადაწყვეტილება, - ამის შესახებ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა უნგრეთ-ამერიკის მეგობრობისადმი მიძღვნილ შეკრებაზე განაცხადა.
მისივე თქმით, აშშ-ის მთავრობა უნგრეთით აღფრთოვანებულია.
"აქ ვარ მარტივი მიზეზის გამო, რადგან აღფრთოვანებული ვარ, რისთვისაც თქვენ იბრძვით. თქვენ იბრძვით თქვენი თავისუფლებისთვის, სუვერენიტეტისთვის. აქ ვარ, რადგან პრეზიდენტი ტრამპი და მე გისურვებთ წარმატებებს და თქვენთან ერთად ვიბრძვით. ჩვენ არ გვინდა მეტი და არ ვითხოვთ მეტს, გარდა იმისა, რომ ვიყოთ მოკავშირეები მათ წინააღმდეგ, ვისაც სურს, უნგრეთი ძირს იყოს. თქვენ ამერიკელი ხალხის და მთელი მსოფლიოს ყურადღება მიიქციეთ, რადგან უნგრეთი იყო ფრონტის ხაზზე. 2016 წელს, როდესაც მთელმა ევროპამ გახსნა ჭიშკარი, თქვენ თქვით – არა. როდესაც უცნაური აქტივისტები მოვიდნენ და საუბრობდნენ რასაზე და მემკვიდრეობაზე, თქვენ თქვით – არა. ომი როცა დაიწყო თქვენს სამეზობლოში, თქვენ გააღეთ უბნები, სახლები და საავადმყოფოები, მაგრამ არასდროს დაგვიწყებიათ თქვენი მოსახლეობის საჭიროებები. სწორედ ამიტომ, აშშ-ის პრეზიდენტი, ვიცე-პრეზიდენტი და ამერიკელი ხალხი თქვენით აღფრთოვანებულია“, – განაცხადა ჯეი დი ვენსმა.
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის თქმით, უნგრეთის მოსახლეობამ არჩევნებზე გადაწყვეტილება გარე ზეწოლის გარეშე უნდა მიიღოს.
„ჩვენ გვსურს, მიიღოთ გადაწყვეტილება თქვენს მომავალზე გარე ძალების ზეწოლის გარეშე, რომ გითხრან, რა უნდა გააკეთოთ. მე არ გეუბნებით, ვის უნდა მისცეთ ხმა. მე ერთ რამეს გეუბნებით, რომ ბრიუსელს და ბიუროკრატებს არ უნდა მოუსმინოთ. მოუსმინეთ თქვენს გულებს, სულებს და უნგრეთის მოსახლეობის სუვერენიტეტს. ბრიუსელის ზოგიერთი ბიუროკრატისგან განსხვავებით, მე არ გემუქრებით და გეუბნებით, რომ შევაჩერებთ დაფინანსებას, რომელზეც კანონიერი უფლებამოსილება გაქვთ. თქვენ მიიღებთ გადაწყვეტილებას უნგრეთის მომავალზე, ისევე როგორც ამერიკელები მიიღებენ გადაწყვეტილებას ამერიკის მომავალზე. მე აქ არ ჩამოვედი იმისთვის, გითხრათ, რა უნდა გააკეთოთ, მე აქ ჩამოვედი მეგობრობის სულისკვეთებით, რომ შემოგთავაზოთ ზოგიერთი დაკვირვება საერთო ცივილიზაციაზე, თუ როგორ შეგვიძლია ერთად მისი წინ წაწევა. თქვენ ბოლო წლებში წინ წაწიეთ ეს ცივილიზაცია თამამად ვიქტორ ორბანთან ერთად. არის შიდა საერთო საფრთხეები, რომელიც ორივე ქვეყნის წინაშეა. ულტრამემარცხენე იდეოლოგიებმა ადგილი იპოვა უნივერსიტეტის წრეებში, მედიაში, გასართობ ინდუსტრიაში, ბიუროკრატებს შორის ატლანტიკის ორივე მხარეს“, – განაცხადა ჯეი დი ვენსმა.
თაგები:
ჯეი დი ვენსი




