
ავტორი
Front News საქართველო
შვეიცარიაში აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებების პირველი რაუნდი დასრულდა. ამ დროისთვის მოლაპარაკებების დეტალები უცნობია.
ირანული სააგენტო „ტანსიმის“ ინფორმაციით, ირანის დელეგაციამ ამერიკელებთან ერთობლივი ფოტოს გადაღებაზე უარი თქვა.
მოლაპარაკებებს კატარი და პაკისტანი შუამავლობით აწარმოებენ. აშშ-ის დელეგაციას ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი ხელმძღვანელობს, ირანის მხარეს ირანის პარლამენტის თავმჯდომარე მოჰამედ ბაგერ ღალიბაფი წარმოადგენს.
აშშ-ის დელეგაციაში ასევე იყვნენ დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლები - სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი.
ჯეი დი ვენსის თქმით, აშშ-ისა და ირანის დელეგაციების დღევანდელი შეხვედრა ისტორიული მნიშვნელობისაა.
„იმედი მაქვს, დამატებით პროგრესს მივაღწევთ. დღევანდელი შეხვედრა ტექნიკური მოლაპარაკებების დასაწყისია, რომელიც ყველა აზრთა სხვადასხვაობას ვერ მოაგვარებს, მაგრამ საშუალებას მოგვცემს, ისტორიაში პირველად, მხარეებმა ერთმანეთისთვის მნიშვნელოვანი საკითხები გადავჭრათ“, – განაცხადა ჯეი დი ვენსმა.
თაგები:
ჯეი დი ვენსი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს