
ავტორი
Front News საქართველო
უნდა განვიხილოთ, თუ როგორ გამოვიყენოთ ჩვენს ხელთ არსებული ინსტრუმენტები ფუნდამენტური უფლებების დასაცავად, – ამის შესახებ აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრმა, სენატორმა ჯიმ რიშმა აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში საქართველოსთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, ყოველთვის გასათვალისწინებელია, როგორ გაუმჯობესდეს “მაგნიტსკის აქტი” ყველაზე ეფექტური გზებით.
“ყოველთვის უნდა ვიფიქროთ, თუ როგორ გავაუმჯობესოთ “მაგნიტსკის აქტის” განხორციელება ყველაზე ეფექტური გზებით. ბოლო ერთი კვირაა, საქართველოს მთავრობა პროევროპული დემონსტრაციების წინააღმდეგ სასტიკ ზომებს იღებს და ჩვენ უნდა განვიხილოთ, თუ როგორ გამოვიყენოთ ჩვენს ხელთ არსებული ინსტრუმენტები ფუნდამენტური უფლებების დასაცავად და ისეთი გარემოს შესანარჩუნებლად, რომელშიც ადამიანები შეძლებენ თავისუფლად და სამართლიანად გადაწყვიტონ თავიანთი მომავალი”, – განაცხადა ჯიმ რიშმა.
თაგები:
ჯიმ რიში
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს