
ავტორი
Front News საქართველო
ამერიკელი სენატორი ჯინ შაჰინი თბილისშია. ის დღეს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს შეხვდება.
“სენატორ შაჰინის დელეგაციის ვიზიტი დღეს, როდესაც ჩვენი რეგიონის და ჩვენი ქვეყნის მომავალი წყდება, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ის დიდი ხანია, ქართველი ხალხის ერთგული მოკავშირეა, ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების და დემოკრატიის უზრუნველყოფის, ევროკავშირში და ნატოში გაწევრიანების მხარდაჭერის მიზნით. მისი ვიზიტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როდესაც აშშ-ის კონგრესი მუშაობს შავის ზღვის უსაფრთხოების სტრატეგიაზე.
“ლელოს” ლიდერები ამერიკელ კოლეგებს გააცნობენ საკუთარ ხედვას, საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევების და მათი მოგვარების გზებზე”, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
ჯერჯერობით უცნობია, გაიმართება თუ არა “ქართული ოცნების” ლიდერებისა და ამერიკელი სენატორის შეხვედრა.
თაგები:
ჯინ შაჰინი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს