ჯო ბაიდენი – არსებობს რეალური შესაძლებლობა, რომ რუსეთი უკრაინაში მომავალ თვეში შეიჭრება


ავტორი
Front News საქართველო
აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის თქმით, არსებობს რეალური შესაძლებლობა, რომ რუსეთი უკრაინაში მომავალ თვეში შეიჭრება.
თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სპიკერის ემილი ჰორნის თქმით, ბაიდენმა ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტთან ვლადიმერ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა.
“პრეზიდენტმა ბაიდენმა თქვა, რომ რეალური შესაძლებლობა არსებობს, რომ რუსეთი უკრაინაში თებერვალში შეიჭრას. ის ამას საჯაროდაც ამბობდა და ჩვენ თვეების განმავლობში ვსაუბრობდით ამის შესახებ“, – აღნიშნა ემილი ჰორნმა.
ბაიდენსა და ზელენსკის შორის მორიგი სატელეფონო საუბარი 27 იანვარს გაიმართა.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს