ჯო ბაიდენი – მე ვფიქრობ, რომ ის სამხედრო დამნაშავეა


ავტორი
Front News საქართველო
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს სამხედრო დამნაშავე უწოდა.
კითხვაზე, მზად არის თუ არა პუტინს სამხედრო დამნაშავე უწოდოს, აშშ-ის პრეზიდენტმა უპასუხა: “მე ვფიქრობ, რომ ის სამხედრო დამნაშავეა“.
ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ აშშ უკრაინას დამატებით 800 მილიონი აშშ დოლარის სამხედრო დახმარებას გაუწევს.
სამხედრო დახმარების პაკეტი მოიცავს ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებს და თავდაცვით იარაღს, რომელსაც აშშ უკრაინას აქამდეც აწვდიდა, მათ შორის ტანკსაწინააღმდეგო ჯაველინებს და სტინგრებს – ანტისაზენიტო რაკეტებს. სტინგერების რაოდენობა, რომელიც უკრაინას დახმარების ახალი პაკეტით გადაეცემა, 800 ერთეულია.
ასევე, უკრაინას გადაეცემა: 9 000 ერთეული ტანკსაწინააღმდეგო სისტემა, მათ შორის ჯაველინები; 7 000 ერთეული სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი; 20 მილიონი დოლარის საბრძოლო აღჭურვილობა; ე.წ კამიკაძე დრონები, რომელთა რაოდენობაც არ დასახელებულა.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს