ჯო ბაიდენი – პუტინი მკვლელი დიქტატორია, ავაზაკი, რომელმაც ამორალური ომი წამოიწყო უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ


ავტორი
Front News საქართველო
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს მკვლელი დიქტატორი უწოდა.
ჯო ბაიდენის თქმით, პუტინი „მკვლელი დიქტატორი და სუფთა ავაზაკია, რომელიც ამორალურ ომს აწარმოებს უკრაინის ხალხის წინააღმდეგ“.
“პუტინი დიდ ფასს იხდის თავის აგრესიისთვის და ეს არის მიზეზი იმისა, რომ სანქციები ასეთი მძიმეა“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
ერთი დღით ადრე ბაიდენმა პუტინი სამხედრო დამნაშავედ მოიხსენია.
