ჯო ბაიდენი – ყველა ქვეყანა სათითაოდ ჩამოართმევს რუსეთს პრეფერენციული სავაჭრო პარტნიორის სტატუსს


ავტორი
Front News საქართველო
აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის განცხადებით, აშშ უერთდება ნატო-ს და დიდი შვიდეულის წევრ ქვეყნების მოწოდებას, რომ რუსეთს „ნორმალური სავაჭრო ურთიერთობების“ (შეღავათიანი, უპირატესი) მუდმივმოქმედი სტატუსი ჩამოერთვას. შედეგად რუსეთიდან იმპორტირებულ პროდუქციაზე ტარიფების დაწესება გახდება შესაძლებელი.
მისივე თქმით, ყველა ქვეყანა რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობების სტატუსთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად მიიღებს.
“ახლახანს ვესაუბრე პრეზიდენტ ზელენსკის და როგორც ყოველთვის, ვუთხარი, რომ აშშ უკრაინელი ხალხის გვერდით დგას, როდესაც ისინი სამშობლოს დასაცავად მამაც ბრძოლაში არიან ჩართული. პუტინი აგრძელებს შეტევას უკრაინაზე და შესაბამისად აშშ, ჩვენი პარტნიორებთან და მოკავშირეებთან ერთად, ვაგრძელებთ მუშაობას რუსეთზე ეკონომიკური ზეწოლის გასაძლიერებლად და გლობალურ სცენაზე რუსეთის მეტი იზოლაციისთვის. დღეს მოგვიანებით, ნატო-ს მოკავშირეებთან და დიდი შვიდეულის წევრ ქვეყნებთან ერთად, ჩვენ გამოვაცხადებთ რამდენიმე ახალ ნაბიჯს, რათა პუტინს პასუხი ვაგებინოთ მისი აგრესიისთვის უკრაინის წინააღმდეგ. მინდა, რამდენიმე ვახსენო. პირველ რიგში ჩვენ, ყველა ქვეყანა სათითაოდ ჩამოართმევს რუსეთს პრეფერენციული სავაჭრო პარტნიორის სტატუსს. აშშ-ის მიერ ამ სტატუსის ჩამორთმევა რუსეთს აშშ-თან ბიზნესის წარმოებას გაურთულებს, ხოლო ამ ნაბიჯის გადადგმა ბევრ სხვა ქვეყანასთან ერთად, რომლებიც გლობალური ეკონომიკის ნახევარს წარმოადგენენ, იქნება კიდევ ერთი მძიმე დარტყმა რუსეთის ეკონომიკისთვის, რომელიც უკვე დაზარალდა ჩვენი სანქციების გამო“, – განაცხადა ბაიდნმა.
თაგები:
ჯო ბაიდენი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა