Logo

ჯონ სინამ WWE-ში 25-წლიანი კარიერა დაასრულა

სპორტი
264
Frontnews image description

ლეგენდარულმა ჯონ სინამ 25-წლიანი კარიერა WWE-ში ოფიციალურად დაასრულა.

48 წლის სინამ თავისი კარიერის უკანასკნელი ბრძოლა ვაშინგტონში Capital one arena-ზე გიუტნერთან გამართა. თავის ბოლო ბრძოლაში სუპერვარსკვლავი Sleeper-ით დამარცხდა, თუმცა ეს ყველაფერი წინასწარ იყო გათვლილი.

ბრძოლის შედეგმა გულშემატკივრებში დიდი უკმაყოფილება და ვნებათაღელვა გამოიწვია. მათ ბრძოლის ამგვარი გათვლა გააკრიტიკეს. 

ჯონ სინა ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო რესლერად ითვლება. მის ანგარიშზე 17 მსოფლიო ჩემპიონის ტიტულია სხვა ბევრ მნიშვნელოვან გამარჯვებასთან ერთად.

ის წლების მანძილზე იყო WWE-ს სახე, თუმცა ისტორია დასრულდა.

თაგები:

ჯონ სინა
Advertisement
Advertisement 2
სიახლეები