Logo

ჯონდი ბაღათურია – რასაც ქუჩაში ვხედავთ, გაუნათლებლობის ფოიერვერკია და ის, რომ ჩვენი შვილების თაობის რაღაც ნაწილი შეიძლება ასე ბრბოდ გადააქციო, განათლების სისტემის ჩავარდნაა

პოლიტიკა
1320
Frontnews image description

ვფიქრობ, საერთოდ განათლების სისტემის კრახია, რასაც ჩვენ ქუჩაში ვხედავთ. ეს გაუნათლებლობის ფოიერვერკია,  – ამის შესახებ  „ქართული დასის“ ლიდერმა ჯონდი ბაღათურიამ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე  განაცხადა.

მისი თქმით, ის, რომ ახალგაზრდების რაღაც ნაწილი შეიძლება ბრბოდ გადააქციო თუნდაც გრანტის და ბევრი ფულის ხარჯზე, განათლების სისტემის ჩავარდნაა.

“ის, რომ ჩვენი შვილების თაობის რაღაც ნაწილი, მადლობა ღმერთს, მცირე ნაწილი, მაგრამ, შეიძლება ასე ბრბოდ გადააქციო თუნდაც გრანტის, თუნდაც ბევრი ფულის ხარჯზე – ეს განათლების სისტემის ჩავარდნაა. როცა ასე პრიმიტივიზმის დონეზე შეიძლება ადამიანს დააზეპირებინო, რომ შენთვის გაკეთებული კანონი, შენ რომ არ გაგძარცვონ, „ფარას“ რასაც ვეძახით იმ კანონს დაარქვა „რუსული“ და დაგაზეპირებინონ პრიმიტიული ფრაზა „რუსული კანონი“, რუსული ოლიგარქია და ეს ქუჩაში იძახო ერთი დღე, ორი დღე, ერთი თვე, ორი თვე ასე ქუჩაში იარო და იძახო, ეს ტრაგედიაა და ნამდვილად ძალიან განვიცდი ამას. ეს იმის შედეგია, რომ ჩვენ მივიღეთ მონოპოლიები განათლების სისტემაში და სპეკულაციურად მაღალი ფასები“, – განაცხადა ჯონდი ბაღათურიამ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები