ჯოშუა ჰაკი – საქართველოს მთავრობამ რისკის ქვეშ დააყენა მისი ევროატლანტიკური მისწრაფებები და ჩვენი ორმხრივი ურთიერთობა


ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს მთავრობამ მკვეთრად გადაუხვია ქვეყნის დემოკრატიულ ტრაექტორიას, რისკის ქვეშ დააყენა მისი ევროატლანტიკური მისწრაფებები და ჩვენი ორმხრივი ურთიერთობა. მან მიიღო არადემოკრატიული კანონმდებლობა, მოახდინა სამოქალაქო საზოგადოების დემონიზება, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯოშუა ჰაკმა კონგრესში განაცხადა.
“ეს მოსმენა მიმდინარეობს უაღრესად მნიშვნელოვან დროს როგორც ჩვენი ორმხრივი ურთიერთობებისთვის, ასევე საქართველოს მომავალი დემოკრატიისთვის. გასული რამდენიმე თვის განმავლობაში, საქართველოს მთავრობამ მკვეთრად გადაუხვია ქვეყნის დემოკრატიულ ტრაექტორიას, რისკის ქვეშ დააყენა მისი ევროატლანტიკური მისწრაფებები და ჩვენი ორმხრივი ურთიერთობა. მან მიიღო არადემოკრატიული კანონმდებლობა, მოახდინა სამოქალაქო საზოგადოების დემონიზება, დაუშვა სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მიმართ დაშინებისა და ძალადობის ესკალაცია და ასევე დაიწყო დეზინფორმაციის გავრცელება და რიტორიკით თავს დაესხა შეერთებულ შტატებსა და ევროპელ პარტნიორებს, რომლებიც მხარს უჭერდნენ და ეხმარებოდნენ საქართველოს ათწლეულების განმავლობაში.
28 მაისს მიღებული “უცხოური გავლენის” კანონი განასახიერებს ამ ანტიდემოკრატიულ ცვლილებას. ეს კანონი, რომელიც ასახავს კანონს, რომელიც რუსეთში შევიდა ძალაში, შექმნილია იმისთვის, რომ გააჩუმოს კრიტიკული ხმები და დააშინოს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოება. “ქართული ოცნების” ხელისუფლებამ მიიღო ეს კანონი, მიუხედავად საზოგადოების მასობრივი პროტესტისა, აშშ-ის წინააღმდეგობისა და ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის დასკვნისა, რომ კანონი შეუსაბამოა ევროპულ ნორმებთან”, – განაცხადა ჯოშუა ჰაკმა.
თაგები:
კონგრესი

ირაკლი ღარიბაშვილი – ერთი კონკრეტული გზავნილით ჩამოვედი, გავაძლიეროთ ჩვენი ორმხრივი კავშირები, ურთიერთობა და მეგობრობა

ლუკა ჩიქოვანი – სამწუხაროდ, საქართველოს მთავრობამ უმიზეზოდ მიიღო გადაწყვეტილება პროექტიდან გამორიცხოს იტალია და მისი ახალგაზრდა ელჩი

სალომე ზურაბიშვილი – ჩვენი საუბრის მთავარი თემა ორმხრივი მიმართულებები და ორმხრივი თანამშრომლობა იყო